03:24 - 20 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-05 12:52:08, 401 ნახვა

პოლიტიკა
ევროკავშირი მზადაა გაგრძელოს ზომები და სანქციები საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ
ტექსტს კითხულობს AI ასისტენტი

ბრიუსელში „ინტერპრესნიუსის“ სპეციალურ კორესპონდენტს ევროკავშირის პრესსამსახურში განუცხადეს, რომ ევროკავშირი სრულად ითვალისწინებს ბალტიისპირეთის ქვეყნების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს და მზადაა, განახორციელოს შემდგომი ქმედებები, მათ შორის სანქციები, რათა პასუხისმგებელმა პირებმა პასუხი აგონ ძალადობაზე. 

ევროკავშირში მიიჩნევენ, რომ „ქართული ოცნების“ რეპრესიების პოლიტიკა მიზნად ისახავს ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების შელახვას და სამოქალაქო საზოგადოების მოქმედების სივრცის კიდევ უფრო შემცირებას. 

„ამიტომ, ევროკავშირი უკვე იღებს ზომებს. ევროკავშირმა შეამცირა პოლიტიკური კონტაქტები საქართველოს ხელისუფლებასთან, გარდა იმ კონტაქტებისა, რომლებიც ორიენტირებულია არსებული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნაზე. ასევე, ევროკავშირმა შეწყვიტა საქართველოს ხელისუფლებისთვის 120 მილიონ ევროზე მეტის პირდაპირი დახმარება და შეაჩერა 30 მილიონი ევროს მხარდაჭერის ღონისძიება 2024 წლისთვის ევროპის სამშვიდობო ფონდის მეშვეობით. გარდა ამისა, ევროკავშირი არ გეგმავს რაიმე სახის მხარდაჭერის ღონისძიებას 2025 წელს“, - ნათქვამია ევროკავშირის პრესსამსახურის განცხადებაში. 

ევროკავშირი ასევე აღიარებს სამოქალაქო საზოგადოების და დამოუკიდებელი მედიის მნიშვნელობას და აძლიერებს მათ მხარდაჭერას, იმავდროულად, აქტიურად მონიტორინგს უწევს უახლესი საკანონმდებლო ინიციატივების გავლენას მათზე. 

მიუხედავად ამისა, ცოტა ხნის წინ ევროკონტინენტმა შეაჩერა უვიზო მიმოსვლა დიპლომატიური და ოფიციალური პასპორტების მქონე საქართველოს დიპლომატების, ოფიციალური პირებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის. ევროკავშირი მზადაა განახორციელოს დამატებითი ქმედებები, მათ შორის სანქციები, რათა დანაშაულზე პასუხისმგებელი პირები დაისაჯონ. 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი: თუ ირანი გარიგებას არ დათანხმდება, ყველა ელექტროსადგურს და ხიდს დავანგრევთ
ბერი ნიკოლოზი (ნარიმანი) გარდაიცვალა
მეუფე იაკობი - ცხვირს არავის არსად არ ჩავაყოფინებთ! კარგად გაითვალისწინოს ყველამ
ქართველი სამხედრო გიორგი კუპარაშვილი, უკრაინის შეიარაღებული ძალების მესამე არმიის კორპუსის პოლკის მეთაურად დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics