15:31 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-10 15:17:09, 491 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი ამაშუკელი არ ადასტურებს ინფორმაციას, რომ ზურაბ რუსიშვილმა შესაძლოა, ფინანსთა მინისტრის თანამდებობა დაიკავოს

რეგიონებთან და ადგილობრივ თვითმმართველ ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელის  გიორგი ამაშუკელის განცხადებით, მცხეთა-მთიანეთისა და  შიდა ქართლის გუბერნატორებმა თანამდებობები პირადი განცხადების საფუძველზე დატოვეს.

როგორც ამაშუკელმა მთავრობის ადმინისტრაციაში ჟურნალისტებს განუცხადა, მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორის თანამდებობას  გოჩა ზეიკიძე დაიკავებს, შიდა ქართლის გუბერნატორის მოვალეობას კი,  უკვე ყოფილი გუბერნატორის მოქმედი მოადგილე  იოსებ ოქრომელიძე შეასრულებს.

„მინდა, ორივე მათგანს გადავუხადო დიდი მადლობა ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის  მთელი ამ პერიოდის  განმავლობაში.

რაც შეეხება მცხეთა-მთიანეთის რეგიონს,  აქ გუბერნატორის თანამდებობას დაიკავებს  ბატონი გოჩა ზეიკიძე, ხოლო შიდა ქართლის შემთხვევაში,  ამ ეტაპზე ბატონი ზურაბის  მოქმედი მოადგილე იოსებ ოქრომელიძე დროებით მოვალეობას შეასრულებს“, - აღნიშნა ამაშუკელმა.

კითხვაზე-რა გახდა მათ მიერ თანამდებობის დატოვების მიზეზი, განაცხადა, რომ მიზეზი პირადი განცხადებაა.

გიორგი ამაშუკელისთვის ასევე უცნობია, იგეგმება თუ არა სხვა ცვლილებები. ვრცელდება ინფორმაცია, რომ შესაძლოა, თანამდებობა  კახეთის გუბერნატორმაც დატოვოს და რეგიონში ცვლილებებს სამთავრობო ცვლილებები მოყვეს. კერძოდ, საუბარია, რომ შესაძლოა,   ფინანსთა მინისტრის პოსტი  ზურაბ რუსიშვილმა დაიკავოს. გიორგი ამაშუკელი აღნიშნულ ინფორმაციას არ ადასტურებს;

„ვერ დაგიდასტურებთ, არ ვფლობ ინფორმაციას“, - განაცხადა გიორგი ამაშუკელმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მეუფე იაკობი - ცხვირს არავის არსად არ ჩავაყოფინებთ! კარგად გაითვალისწინოს ყველამ
ქართველი სამხედრო გიორგი კუპარაშვილი, უკრაინის შეიარაღებული ძალების მესამე არმიის კორპუსის პოლკის მეთაურად დაინიშნა
ფიკომ უკმაყოფილება გამოთქვა, რომ ლიეტუვა და ლატვია მის თვითმფრინავს 9 მაისს მოსკოვში არ გაუშვებენ
ზელენსკი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შერბილების გაგრძელება აძლიერებს რუსეთის ლიდერების ილუზიას, რომ შეუძლიათ ომის გაგრძელება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics