03:43 - 20 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-04 17:54:30, 442 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე - გერმანიას უბრალოდ ვეღარ ვცნობთ
ტექსტს კითხულობს AI ასისტენტი

გერმანიას უბრალოდ ვეღარ ვცნობთ - ეს არის ძალიან ღია და უხეში ჩარევა ქართული მართლმსაჯულების დამოუკიდებლობაში, - ასე ეხმაურება პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას, რომ „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებელი მზია ამაღლობელი „დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს“.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, გერმანია არის ის სახელმწიფო, სადაც განსაკუთრებულად განვითარდა სამართლებრივი სახელმწიფოს იდეა და დღეს ეს იდეა არის თავიდან ბოლომდე ფეხქვეშ გათელილი.

„მანამდე პირდაპირ და უხეშად ერეოდნენ ჩვენს არჩევნებში. ესენი იყვნენ გერმანელი პოლიტიკოსები, ევროკავშირის ელჩი და ა.შ. ახლა პირდაპირ და უხეშად ერევიან მართლმსაჯულების დამოუკიდებლობაში. ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი. მით უმეტეს, რომ გერმანია ყოველთვის იყო ცნობილი განსაკუთრებული პატივისცემით სამართლის უზენაესობის პრინციპის მიმართ და სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპის მიმართ. გერმანიას უბრალოდ ვეღარ ვცნობთ, აბსოლუტურად შეუძლებელია გერმანიის ცნობა. ეს არის ის სახელმწიფო, სადაც განსაკუთრებულად განვითარდა სამართლებრივი სახელმწიფოს იდეა და დღეს ეს იდეა არის თავიდან ბოლომდე ფეხქვეშ გათელილი გერმანელი ბიუროკრატების მხრიდან. ეს ჩემთვის პირადად ძალიან დასანანი მოვლენაა, გამომდინარე იქიდან, რომ გერმანიაში მაქვს იურიდიული განათლება მიღებული და იქ როცა ვსწავლობდი სულ რაღაც ოცი წლის წინ, სრულიად სხვა რაღაცას მასწავლიდნენ და დღეს სრულიად სხვაგვარად მოქმედებენ გერმანელი ბიუროკრატები“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კითხვაზე, შეიძლება რომ ახალი კანცლერის პირობებში დამოკიდებულებები და მიდგომები შეიცვალოს, ირაკლი კობახიძე პასუხობს, რომ ეს დამოკიდებულია იმაზე, ახალი კანცლერი იქნება თუ არა დამოუკიდებელი „დიფ სთეითის“ გავლენებისაგან.

„ამის იმედი დავიტოვოთ. თუ ახალი კანცლერი იქნება დამოუკიდებელი „დიფ სთეითის“ გავლენებისაგან, „გლობალური ომის პარტიის“ გავლენებისგან, ამ შემთხვევაში ცვლილებები იქნება, თუმცა წინასწარ გაგვიჭირდება რამის თქმა, ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი: თუ ირანი გარიგებას არ დათანხმდება, ყველა ელექტროსადგურს და ხიდს დავანგრევთ
ბერი ნიკოლოზი (ნარიმანი) გარდაიცვალა
მეუფე იაკობი - ცხვირს არავის არსად არ ჩავაყოფინებთ! კარგად გაითვალისწინოს ყველამ
ქართველი სამხედრო გიორგი კუპარაშვილი, უკრაინის შეიარაღებული ძალების მესამე არმიის კორპუსის პოლკის მეთაურად დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics