05:02 - 20 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-03 16:59:24, 529 ნახვა

პოლიტიკა
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ კანონში ცვლილებას მხარი დაუჭირა
ტექსტს კითხულობს AI ასისტენტი

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ" კანონში ცვლილება, თანმდევ პროექტებთან ერთად, პირველი მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა.  ცვლილებები საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობის საკითხს ეხება.

კანონპროექტის თანახმად, საჯარო მოსამსახურეს (გარდა სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირისა და პოლიტიკური თანამდებობის პირებისა) უფლება აქვს ასრულებდეს სამეცნიერო, პედაგოგიურ, შემოქმედებით საქმიანობას მხოლოდ შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის ან კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილი პირის/ორგანოს წერილობითი თანხმობის საფუძველზე. ასევე, საჯარო სამსახურში ან/და საჯარო სამართლის იურიდიულ პირში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირს უფლება აქვს ასრულებდეს რაიმე ანაზღაურებად სამუშაოს ან იღებდეს სხვა სარგებელს მხოლოდ თავისი უშუალო ხელმძღვანელის წერილობითი თანხმობის საფუძველზე.

საკანონმდებლო ცვლილების თანახმად, საჯარო მოსამსახურეს უფლება აქვს იღებდეს სხვა სარგებელს მხოლოდ შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის ან კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილი პირის/ორგანოს წერილობითი თანხმობის საფუძველზე.

„საკანონმდებლო ცვლილების მიღების შემთხვევაში კიდევ უფრო ამაღლდება კეთილსინდისიერების სტანდარტი და ის მოლოდინი, რომელიც საზოგადოებას საჯარო მოსამსახურეთა კორპუსის მისამართით გააჩნია, რომ მოხდება მაქსიმალური კონცენტრირება მათი უფლება-მოვალეობების ჯეროვნად განხორციელებაზე, კიდევ უფრო მეტად  იქნება უზრუნველყოფილი ", - განაცხადა მომხსენებელმა, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თორნიკე ჭეიშვილმა.

პროექტის ავტორი და ინიციატორები ფრაქცია „ქართული ოცნებისა" და პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის" დეპუტატები არიან.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი: თუ ირანი გარიგებას არ დათანხმდება, ყველა ელექტროსადგურს და ხიდს დავანგრევთ
ბერი ნიკოლოზი (ნარიმანი) გარდაიცვალა
მეუფე იაკობი - ცხვირს არავის არსად არ ჩავაყოფინებთ! კარგად გაითვალისწინოს ყველამ
ქართველი სამხედრო გიორგი კუპარაშვილი, უკრაინის შეიარაღებული ძალების მესამე არმიის კორპუსის პოლკის მეთაურად დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics