|
2025-03-03 13:02:07, 371 ნახვა
პოლიტიკა
კახა კალაძე - დონალდ ტრამპის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა არის “დიფ სთეითის“ დამარცხება, გვინდა გვჯეროდეს, რომ ის გაიმარჯვებს
ტექსტს კითხულობს AI ასისტენტი
დონალდ ტრამპის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა არის „დიფ სთეითის“ დამარცხება - ჩვენ, რა თქმა უნდა, წარმატებას ვუსურვებთ და გვინდა გვჯეროდეს, რომ ეს ბრძოლა ბოლომდე იქნება მიყვანილი და ის გაიმარჯვებს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა. მისი თქმით, როდესაც „დიფ სთეითი“ დამარცხდება, ჩვენ ამას საკუთარ ქვეყანაზე ვიგრძნობთ, „თუკი აშშ-სთან ურთიერთობები დალაგდება და არ იქნება ის სიცრუის კამპანია, რასაც წინა ადმინისტრაციის პირობებში ვხედავდით“. „თქვენ ხედავთ, როგორი ძალები ებრძვიან ქვეყანას. როდესაც ვსაუბრობდით „დიფ სთეითზე“, „გლობალურ ომის პარტიაზე“, არავის სჯეროდა. ვიღაცები გამოდიოდნენ რაღაცებს ხუმრობდნენ ამასთან დაკავშირებით და მაქსიმალურად ცდილობდნენ, რომ გაენეიტრალებინათ ჩვენ მიერ გაკეთებული განცხადებები, თუმცა ძალიან მალე კიდევ უფრო ცხადი გახდა, რომ „დიფ სთეითი“ არსებობს. არსებობს „გლობალური ომის პარტია“ და დღეს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ებრძვის „დიფ სთეითს“. მისი ერთ-ერთი მთავარი ამოცანა არის „დიფ სთეითის“ დამარცხება. ჩვენ, რა თქმა უნდა, წარმატებას ვუსურვებთ მას ამ ბრძოლაში და გვინდა გვჯეროდეს, რომ ეს ბრძოლა ბოლომდე იქნება მიყვანილი და ის გაიმარჯვებს. ჩვენ ძალიან კარგად ვიცით და ძალიან კარგად ჩანს, თუ როგორ აქვს გადგმული ფესვები „გლობალურ ომის პარტიას“, არა მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში, ზოგადად, მსოფლიოში. ჩვენ, რა თქმა უნდა, გვაინტერესებს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ქვეყნის მომავალი და ამ ყველაფერს ვიგრძნობთ, როდესაც ის იქნება დამარცხებული, თუ როგორი დამოკიდებულება იქნება ჩვენს ქვეყანასთან მიმართებით. მაშინ როდესაც „დიფ სთეითი“ იქნება დამარცხებული, ჩვენ ამას ვიგრძნობთ საკუთარ ქვეყანაზე, თუ ეს ურთიერთობები დაალაგდება, გადალაგდება და არ იქნება ის სიცრუის კამპანია, რასაც წინა ადმინისტრაციის პირობებში ვხედავდით. ყოველი მათი განცხადება გაჯერებული იყო ტყუილზე, სიცრუეზე და ყველაფერი კეთდებოდა იმისთვის, რომ ქვეყანა როგორმე ჩაეთრიათ ომში და გახსნილიყო მეორე ფრონტი,“ - განაცხადა კალაძემ. „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა „ფარას“ ამერიკულ კანონზე საუბრისას აღნიშნა, რომ ის, რაც წლების განმავლობაში ხდებოდა, მათ შორის, რევოლუციის მცდელობები, უცხოური ფულით იყო დაფინანსებული და „ამ ყველაფრის გამჭვირვალობა არის მნიშვნელოვანი“. „გამჭვირვალობა არის მნიშვნელოვანი და ზუსტად „ფარას“ ანალოგიური კანონი გადმოგვაქვს, რომ ყველაფერი იყოს კონტროლირებადი. ვინც დანაშაულს ჩაიდენს, ეს იქნება სისხლის სამართლის...,“ - განაცხადა კალაძემ.
ტრამპი: თუ ირანი გარიგებას არ დათანხმდება, ყველა ელექტროსადგურს და ხიდს დავანგრევთ
ბერი ნიკოლოზი (ნარიმანი) გარდაიცვალა
მეუფე იაკობი - ცხვირს არავის არსად არ ჩავაყოფინებთ! კარგად გაითვალისწინოს ყველამ
ქართველი სამხედრო გიორგი კუპარაშვილი, უკრაინის შეიარაღებული ძალების მესამე არმიის კორპუსის პოლკის მეთაურად დაინიშნა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ვმობ ძალადობას… დებატები „ქოცი, რუსი, აკაცუკი, ნაცის“ ძახილით არ უნდა სრულდებოდეს - ცოტნე ივანიშვილი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)