|
2025-03-01 09:48:33, 493 ნახვა
პოლიტიკა
ბადრი ჯაფარიძე - შალვა პაპუაშვილის განცხადება მოგონილი ისტორიაა, რათა ჩვენი ქვეყნის უერთგულესი მეგობრების დისკრედიტაცია მოხდეს
შალვა პაპუაშვილის განცხადება პროპაგანდისტული კამპანიის, ამერიკის ყოფილი ელჩის დემონიზაციის გაგრძელებაა, – ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა. ჯაფარიძემ კომენტარი გააკეთა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პოსტთან დაკავშირებით, რომელშიც შალვა პაპუაშვილი წერს: „2022 წლის 28 თებერვალს შევხვდი აშშ-ის ელჩს, მისი სიტყვებით, ახლა იყო მომენტი, როცა უნდა აგვერჩია „ნათელ მხარეს ვართ თუ ბნელ მხარეს“, რაც, პირველ რიგში, რუსეთის საწინააღმდეგო სანქციებზე შეერთებაში უნდა გამოხატულიყო.“ ჯაფარიძის თქმით, მეორე ფრონტის გახსნა არის პაპუაშვილისა და მისი გარემოცვის შეგნებულად მოგონილი ბრალდება ევროკავშირისა და აშშ-ს დისკრედიტაციისთვის. „რა თქმა უნდა, ეს განცხადება გაგრძელებაა პროპაგანდისტული კამპანიის, ამერიკის ყოფილი ელჩის დემონიზაციის, რადგან შალვა პაპუაშვილს ყურში იმას ვერ ეტყოდა, რაც ამ ადამიანს არასოდეს უთქვამს. დარწმუნებული ვარ, რომ ესეც მოგონილი ისტორიაა, რადგან მაშინ, კელი დეგნანს საშუალება უნდა მიეცეს, რომ მას პასუხი გასცეს. ვფიქრობ, რომ რაზეც პაპუაშვილი საუბრობს, არც კი მოუთხოვია ჩვენი ქვეყნიდან, რომ ორმხრივი სანქცია დაწესებულიყო. საუბარი იყო – სანქციებთან შეერთებაზე და საქართველო სანქციებს შეუერთდა, როგორც ფინანსურ სანქციებს, ასევე ვალდებულება აიღო, რომ ისეთი პროდუქცია არ გაეტარებინა, რომელიც შეიძლება, რუსეთის სამხედრო მანქანამ გამოიყენოს. ეს ვალდებულება აღებული გვაქვს. ის, რომ ქართული ვაშლი ან ქართული ღვინო არ გასულიყო რუსეთში, ეს არავის მოუთხოვია და ამის გამო სანქცია არავის დაუწესებია, ეს მოგონილი ისტორიაა, რათა ჩვენი ქვეყნის უერთგულესი მეგობრების დისკრედიტაცია მოხდეს და მათ ის დააბრალონ, რაც არასოდეს გაუკეთებიათ და მოუთხოვიათ. ეს არის პროპაგანდისტული კამპანიის გაგრძელება. მეორე ფრონტის გახსნა არის – პაპუაშვილისა და მისი გარემოცვის შეგნებულად მოგონილი ბრალდება ჩვენი ერთგული მეგობრების დისკრედიტაციისთვის, რადგან ჩვენს მეგობრებს საქართველო სურთ, იყოს მშვიდობიანი, აყვავებული, ძლიერი და უსაფრთხო. ხოლო, მათ უნდათ, ჩვენი თანამოქალაქეები დაარწმუნონ, თითქოს, ევროკავშირსა და ამერიკას საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა სურთ. ეს არის სიცრუე. წამყვანი ქვეყნის ელჩებმა „ქართული ოცნების“ სპიკერები ამ ტყუილში არაერთხელ ამხილეს“, – განაცხადა ჯაფარიძემ.
ტრამპი: თუ ირანი გარიგებას არ დათანხმდება, ყველა ელექტროსადგურს და ხიდს დავანგრევთ
ბერი ნიკოლოზი (ნარიმანი) გარდაიცვალა
მეუფე იაკობი - ცხვირს არავის არსად არ ჩავაყოფინებთ! კარგად გაითვალისწინოს ყველამ
ქართველი სამხედრო გიორგი კუპარაშვილი, უკრაინის შეიარაღებული ძალების მესამე არმიის კორპუსის პოლკის მეთაურად დაინიშნა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ვმობ ძალადობას… დებატები „ქოცი, რუსი, აკაცუკი, ნაცის“ ძახილით არ უნდა სრულდებოდეს - ცოტნე ივანიშვილი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)