|
2016-03-10 11:46:26, 401 ნახვა
პოლიტიკა
დავით ბაქრაძე: საქართველოს ევროპულ მისწრაფებას მოქალაქეებისთვის კონკრეტული შედეგი მოაქვს
ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის დავით ბაქრაძის განცხადებით, ევროკომისიის გუშინდელი გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ევროკავშირი არის თანამიმდევრული იმ პოლიტიკაში, რომელსაც ის მის მეზობელ და პარტნიორ ქვეყნებში ახორციელებს. მისივე თქმით, საქართველოს ევროპულ მისწრაფებას მოქალაქეებისთვის კონკრეტული შედეგი მოაქვს: „იმ თავისუფლებებს, რომლებიც დღეს გვაქვს, მათ შორის თავისუფალი ვაჭრობის შესაძლებლობა დაემატება ძალიან მალე უვიზოდ გადაადგილების თავისუფლება. ვფიქრობ, ეს არის ნათელი წინგადადგმული ნაბიჯი და დაფასება იმ შრომისა და შედეგისა, რომელიც საქართველოს საზოგადოებამ განხორციელებული რეფორმებით, მიიტანა ევროკავშირამდე. იქიდან გამომდინარე, რომ პროცედურები მხოლოდ ევროკავშირის მხრიდანაა განსახორციელებელი, ამდენად ვადები ჩვენზე არაა დამოკიდებული, ჩვენ მხოლოდ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ეს პერიოდი3-4 თვეა”, - განაცხადა ბაქრაძემ. სახელმწიფო მინისტრმა განსახორციელებელ პროცედურებზეც ისაუბრა: „იმ განმარტებით ბარათში, რომელიც ახლდა გუშინდენ საკანონმდებლო ინიციატივას, ხაზგასმით არის აღნიშნული, რომ სწორედ მაშინ, როცა ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა გადმოეცა ქართულ მხარეს, მაშინ ვალდებულება იქნა ნაკისრი ორივე მხრიდან, რომ ამ მოთხოვნების შესრულების შემთხვევაში, ევროპული მხარე კისრულობდა ვალდებულებას, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის უზრუნველყო უვიზო მიმოსვლა შენგენის ქვეყნებში. ეს ასეც მოხდა და 2015 წლის 18 დეკემბერს, ევროკომისიამ აღიარა, რომ საქართველომ სრულად შეასრულა და დააკმაყოფილა ის მოთხოვნების რაც განსაზღვრული იყო სამოქმედო გეგმის მიხედვით და გადაწყვეტილება გადადიოდა ევროპულ მხარეზე. ევროკომისიის ფარგლებში განსაზღვრული პროცედურები დასრულდა, რის სქაფუძველზეც ევროკომისიამ შესაბამისი საკანონმდებლო წინადადებით მიმართა ევროპარლამენტს და ევროკავშირის საბჭოს. გამომდინარე პროცედურებიდან, რომელიც ჩვენ წინ გვაქვს, პარარელური პროცესები წავა ევროპარლამენტსა და ევროკავშირის საბჭოში. ევროპალრამენტში წინადადების შესვლის შემდეგ, აღნიშნული საკითხი გადავა ერთ-ერთი კომიტეტის კომპეტენციაში. ეს საკითხი პარლამენტში შინაგან და იუსტიციის საკითხთან კომიტეტზე განიხილება, რომელიც შესაბამის მომხმარებელს დაავალებს თავის კომიტეტის წევრს რომ მოამზადოს საკითხი. თავდაპირველად, ეს საკითხი გავა უშალოდ კომიტეტზე, რომელიც კენჭს უყრის და უმრავლესობით მიიღებს კანონპროექტს, ხოლო შემდგომ ეს ცვლილება პლენარულ სხდომაზე წავა, სადაც უმრავლესობით მიიღება შესაბამისი გადაწყვეტილება. პარალელურად, ევროკავშირის საბჭოში შესაბამის სხვადასხვა დონეზე, საკითხი განიხილება, საბოლოო გადაწყვეტილებამდე ეს საკითხი განიხილება იუსტიციის, შინაგან საქმეთა მინისტრების დონეზე, ხოლო საბოლოო გადაწყვეტილება მინისტრთა საბჭოს მიერ მიღებულ იქნება მას შემდეგ, რაც პარლამენტი კენჭს უყრის აღნიშნულ გადაწყვეტილებას. საუბარია ევროკავშირის წევრ ქვეყნებზე და ასევე ოთხ კანდიდატ ქვეყანაზე, რომელიცაა -ბულგარეთი, რუმინეთი, ხორვატია და კვიპროსი. ევროკავშირის ქვეყნებიდან ეს დიდ ბრიტანეთსა და ირლანდიაზე არ ვრცელდება. ესაა განსაზღვრული საქართველოს ბიომეტრიული პასპორტის მქონე მოქალაქეებისთვის და მოიცავს 90 დღეს”,- განმარტა დავით ბაქრაძემ.
მეუფე იაკობი - ცხვირს არავის არსად არ ჩავაყოფინებთ! კარგად გაითვალისწინოს ყველამ
ქართველი სამხედრო გიორგი კუპარაშვილი, უკრაინის შეიარაღებული ძალების მესამე არმიის კორპუსის პოლკის მეთაურად დაინიშნა
ფიკომ უკმაყოფილება გამოთქვა, რომ ლიეტუვა და ლატვია მის თვითმფრინავს 9 მაისს მოსკოვში არ გაუშვებენ
ზელენსკი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შერბილების გაგრძელება აძლიერებს რუსეთის ლიდერების ილუზიას, რომ შეუძლიათ ომის გაგრძელება
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ვმობ ძალადობას… დებატები „ქოცი, რუსი, აკაცუკი, ნაცის“ ძახილით არ უნდა სრულდებოდეს - ცოტნე ივანიშვილი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)