2015-02-16 16:48:34, 454 ნახვა
პოლიტიკა
უკრაინის გენერალური პროკურორის მოადგილედ დავით საყვარელიძე დაინიშნა
უკრაინის გენერალური პროკურორის მოადგილედ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი დავით საყვარელიძე დაინიშნა.
ამის შესახებ უკრაინის გენერალურმა პროკურორმა ვიქტორ შოკინმა განაცხადა.
მისი თქმით, საყვარელიძეს გენერალურ პროკურატურაში საკადრო პოლიტიკა, ევროინტეგრაცია და რეფორმები დაევალება.
აღსანიშნავია, რომ დავით საყვარელიძე პარალელურად უკრაინის ანტიკორუფციული ბიუროს თავმჯდომარის თანამდებობაზე იყრის კენჭს.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან