08:16 - 20 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-28 11:30:20, 528 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი სიორიძე - გურიაში თოვა შეწყდა, ახლა კრიტიკულად მნიშვნელოვანია ყინული გაიწმინდოს

თოვა შეწყდა თუმცა, ახლა არის ყინული და მომდევნო დღეებში კრიტიკულად მნიშვნელოვანია ყინული გაიწმინდოს. მამუკა ხაზარაძის ინიციატივით დამატებითი სპეცტექნიკა ჩამოვიდა და მუშაობს. იმედს ვიტოვებთ, რომ სტიქია უახლეს დღეებში დასრულდება, - ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ წევრმა გიორგი სიორიძემ განაცხადა.

ასევე მისი თქმით, კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ წევრები სტიქიის ზონაში ფიზიკურად მუშაობენ და მოსახლეობას ეხმარებიან.

„მეოთხე დღეა კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ შტაბი მუშაობს ოზურგეთის რაიონებში. 27 თებერვალს სპეციალური მძიმე ტექნიკა შემოვიყვანეთ, რომლებმაც რამდენიმე სოფელში ინტენსიურ რეჟიმში იმუშავეს, მათ შორის სოფელ - მერიაში, ციხისფერდში, დაბა ურეკში... მინდა გითხრათ, რომ კურორტი ურეკი პრაქტიკულად განადგურებულია, სავალალო მდგომარეობაა. ღამით კი, დამატებითი მძიმე ტექნიკა შემოვიდა და დილით დაიწყო სამუშაოები. ვმუშაობთ სოფლის გზებზე, სპეცტექნიკა კი მუდმივ რეჟიმში იმუშავებს.

ალეკო ელისაშვილი თავის გუნდთან ერთად წასულია სოფელ მთისპირში და ადამიანებს ფიზიკურად ეხმარება გადათოვლის პროცესში. ასევე ვატო სურგულაძემ გაჭირვებული ადამიანებისათვის პირველადი სამედიცინო დახმარებისა და კონსულტაციების გაწევა დაიწყო. არ წყდება ზარები ჩვენ ცხელ ხაზზე. დღეს გვაქვს დაგეგმილი ინტენსიური გრაფიკით გასვლები, სადაც შესაძლებელია მისვლა მივდივართ, სპეცტექნიკა კი, როდესაც გაწმენდს გზებს მივალთ ყველა იმ ადამიანებთან ვისაც დახმარება სჭირდება“, - განაცხადა გიორგი სიორიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი: თუ ირანი გარიგებას არ დათანხმდება, ყველა ელექტროსადგურს და ხიდს დავანგრევთ
ბერი ნიკოლოზი (ნარიმანი) გარდაიცვალა
მეუფე იაკობი - ცხვირს არავის არსად არ ჩავაყოფინებთ! კარგად გაითვალისწინოს ყველამ
ქართველი სამხედრო გიორგი კუპარაშვილი, უკრაინის შეიარაღებული ძალების მესამე არმიის კორპუსის პოლკის მეთაურად დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics