08:17 - 20 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-27 21:17:05, 553 ნახვა

პოლიტიკა
საქართველოს პარლამენტში გენდერული თანასწორობის საბჭოები გაუქმდება

საქართველოს პარლამენტში გენდერული თანასწორობის საბჭოები გაუქმდება. აღნიშნული ცვლილება "ქართული ოცნების" და "ხალხის ძალის" დეპუტატების მიერ ინიცირებული საკანონმდებლო პაკეტის ფარგლებში იგეგმება.

კანონპროექტით  ყველა ნორმა, რომელიც გენდერული თანასწორობის საბჭოების ფუნქციონირებას ეხება ამოიღება. ასევე, ტერმინები "გენდერი" და "გენდერული იდენტობა" ამოიღება მოქმედი კანონებიდან, ხოლო "გენდერული თანასწორობის შესახებ" კანონს სახელწოდება შეეცვლება და მას "ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შესახებ" კანონი დაერქმევა.

პარლამენტში წარდგენილი საკანონმდებლო პაკეტის თანახმად, კანონებში "გენდერული საკითხები" შეიცვლება ჩანაწერით "ქალისა და მამაკაცის თანასწორობის საკითხები", ხოლო ტერმინი "გენდერული ნიშნის შეუწყნარებლობა" შეიცვლება "ქალისა და მამაკაცის თანასწორობისადმი შეუწყნარებლობით". კანონში გამოყენებული სხვა ტერმინებიც, როგორებიცაა "გენდერულად მგრძნობიარე", შეიცვლება სქესის ნიშნისადმი მგრძნობიარე შესაბამისი ტერმინებით.

"ქართული ოცნების" განმარტებით, ბოლო წლებში საქართველოს კანონმდებლობაში უცხოური გავლენის შედეგად დაინერგა ტერმინი "გენდერი", რაც, მათი აზრით, იყო გლობალური ტენდენციის ნაწილი. კანონის ავტორები თვლიან, რომ ეს პროცესები არა მხოლოდ ადამიანის უფლებების დაცვის ინტერესი იყო, არამედ სხვა სახელმწიფოების შიდა საქმეებში ჩარევის და გავლენის მოპოვების გლობალური მიზანი.

კანონპროექტზე 28 თებერვალს საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი იმსჯელებს.

კანონპროექტის ინიციატორები არიან პარლამენტის წევრები: არჩილ გორდულაძე, თორნიკე ჭეიშვილი, რატი იონათამიშვილი, დავით მათიკაშვილი, გურამ მაჭარაშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე, თენგიზ შარმანაშვილი, ალუდა ღუდუშაური, ვიქტორ ჯაფარიძე, 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი: თუ ირანი გარიგებას არ დათანხმდება, ყველა ელექტროსადგურს და ხიდს დავანგრევთ
ბერი ნიკოლოზი (ნარიმანი) გარდაიცვალა
მეუფე იაკობი - ცხვირს არავის არსად არ ჩავაყოფინებთ! კარგად გაითვალისწინოს ყველამ
ქართველი სამხედრო გიორგი კუპარაშვილი, უკრაინის შეიარაღებული ძალების მესამე არმიის კორპუსის პოლკის მეთაურად დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics