08:44 - 20 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-26 20:09:20, 502 ნახვა

პოლიტიკა
შსს მობილურებში შესაღწევ პროგრამებს აახლებს

„შინაგან საქმეთა სამინისტროს უნდა, რომ დაჩქარებული წესით მოასწროს და იყიდოს ისრაელური კომპანია Cellebrite-ის 3-წლიანი ლიცენზია, რომელიც მომდევნო წლების განმავლობაში დაეხმარება კომპიუტერულ მოწყობილობებსა და ტელეფონებში არსებულ ინფორმაციაზე სრულყოფილი წვდომის უზრუნველყოფაში.

შსს 6,8 მილიონ ლარამდე თანხას დახარჯავს მსგავს ლიცენზიებში.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, აკაკი ხარებავა, მინისტრის მოადგილეს, გიორგი ბუთხუზს, 24 თებერვალს ამ საკითხზე პატაკი გაუგზავნა, საიდანაც გაირკვა, რომ შსს ხუთი სპეციალური მოწყობილობა და შესაბამისი ლიცენზია 2024 წლის მაისიდან აქვს, ხოლო ხელშეკრულების ვადა ერთი წლის შემდეგ, 2025 წლის 27 მაისს, ეწურება. ამავე მიმოწერის მიხედვით ცნობილი ხდება, რომ საგამოძიებო უწყება ორით გაზრდის იმ მოწყობილობების რაოდენობას, რომლებიც კომპიუტერულ მონაცემებზე წვდომის საშუალებას აძლევს.

„მათი ლიცენზიების შეძენით საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ლაბორატორია დამატებით შეძლებს ინფორმაციის უფრო სწრაფად მიღებას და დამუშავებას, მათ შორის შესაძლებელი იქნება ინფორმაციის სერვერზე პარალელურად დამუშავება (პარალელურად შესაძლებელია ექვსი პროცესის გაშვება ლიცენზიების რაოდენობის შესაბამისად), შესაძლებელი იქნება ინფორმაციის კატეგორიებად დაყოფა, კონკრეტული პერიოდის მითითება და ა.შ.“ - წერს ეკონომიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე მინისტრის მოადგილეს.

Cellebrite არის ისრაელური კომპანია, რომელიც აწარმოებს მოწყობილობებს და ქმნის შესაბამის ლიცენზიებს, რომლებიც საგამოძიებო ორგანოებს მობილური მოწყობილობებიდან მონაცემების მოპოვებაში ეხმარება. კომპანიის დირექტორმა, ალბერტ კატსირმა, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელს (რომელსაც გიორგი ჰქვია, თუმცა გვარის მხოლოდ ნაწილი ჩანს ელ.ფოსტაში - g.akhal@mia.gov.ge) 13 თებერვალს აცნობა, რომ „ნებისმიერ დროს შეიძლება აეკრძალოთ აღჭურვილობების საქართველოში გაყიდვა“ და „ურჩევს“, „თუ წელს შეძენას გეგმავენ“, „ეს რაც შეიძლება მალე გააკეთონ“.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი: თუ ირანი გარიგებას არ დათანხმდება, ყველა ელექტროსადგურს და ხიდს დავანგრევთ
ბერი ნიკოლოზი (ნარიმანი) გარდაიცვალა
მეუფე იაკობი - ცხვირს არავის არსად არ ჩავაყოფინებთ! კარგად გაითვალისწინოს ყველამ
ქართველი სამხედრო გიორგი კუპარაშვილი, უკრაინის შეიარაღებული ძალების მესამე არმიის კორპუსის პოლკის მეთაურად დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics