08:44 - 20 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-26 17:12:33, 519 ნახვა

პოლიტიკა
სტივენ დაუთის განცხადებით, სანქციებს წინასწარ ერთადერთი ფაქტორის გამო არ აანონსებს, მას ეფექტი დაეკარგება

საქართველოს შესახებ ბრიტანეთის პარლამენტში დებატების დროს, ევროპის საგარეო საქმეთა მინისტრმა თქვა, რომ სანქციებს წინასწარ ერთადერთი ფაქტორის გამო არ აანონსებს, მას ეფექტი დაეკარგება.

მინისტრმა, სტივენ დაუთმა შეშფოთება გამოთქვა ივანიშვილის ხელისუფლების მხრიდან მშვიდობიანი დემონსტრანტებისა და ჟურნალისტების მიმართ განხორციელებული ძალადობრივი დარბევის გამო და ხაზგასმით აღნიშნა, რომ თანამშრომლობენ საერთაშორისო პარტნიორებთან, რათა მხარი დავუჭიროთ თავისუფალ და ღია სამოქალაქო საზოგადოებასა და მედიას საქართველოში.

„მაქვს სერიოზული შეშფოთება საქართველოს ხელისუფლების მხრიდან მშვიდობიანი დემონსტრანტებისა და ჟურნალისტების მიმართ განხორციელებული ძალადობრივი დარბევის გამო, რაც სრულიად მიუღებელია. შესაბამისად, ჩვენ შევაჩერეთ პროგრამული მხარდაჭერა საქართველოს მთავრობისთვის, შევზღუდეთ თავდაცვის სფეროში თანამშრომლობა და შევამცირეთ ურთიერთობა „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობასთან. ჩვენ აგრეთვე შემოვიღეთ ვიზის შეზღუდვები და სანქციები იმ პირების მიმართ, რომლებიც ამ ძალადობაზე პასუხისმგებელნი არიან. ჩვენ კვლავ ვთანამშრომლობთ საერთაშორისო პარტნიორებთან, რათა მხარი დავუჭიროთ თავისუფალ და ღია სამოქალაქო საზოგადოებასა და მედიას საქართველოში", - თქვა მინისტრმა.

იძლევით თუ არა პირობას, რომ გაერთიანებული სამეფო შეუერთდება ჩვენს მოკავშირეებს და გაყინავს ამ ამორალური ტირანის (საუბარია ივანიშვილიზე) აქტივებს? - ეს კითხვა დაუსვა ბრიტანელმა დეპუტატმა ევროპის საქმეთა მინისტრს ბრიტანეთის პარლამენტში.

დეპუტატმა მკაცრად დაგმო ოლიგარქის რეჟიმის ქმედებები და თქვა, რომ ასეთი სასტიკი ანგარიშსწორება საკუთარი ხალხის წინააღმდეგ რუსეთში მან ასევე სანქციების დაწესებაზეც გაამახვილა ყურადღება.

„გასულ თვეს, ევროპის საბჭოში ვიზიტისას, შევხვდი რამდენიმე ქართველ ოპოზიციონერ წევრს, რომლებმაც წარმიდგინეს შემაძრწუნებელი მტკიცებულებები იმისა, თუ როგორ მიმდინარეობდა სასტიკი ფიზიკური ძალადობა საქართველოს რეჟიმის მიერ როგორც საპარლამენტო არჩევნებამდე, ასევე მის მიმდინარეობისა და შემდგომ პერიოდში. ბიძინა ივანიშვილი, პუტინის მხარდაჭერილი ოლიგარქი და საქართველოს ფაქტობრივი მმართველი, კვლავაც ძალადობრივად ახშობს მშვიდობიან პროტესტს, იმავე მეთოდებით, რაც გამოიყენება რუსეთში. ძალადობა და დაშინება ამახინჯებს პოლიტიკურ პროცესს. შეერთებულმა შტატებმა ივანიშვილს სანქციები დაუწესა, თუმცა მისი ქონების მნიშვნელოვანი ნაწილი გაერთიანებულ სამეფოსა და ბრიტანეთის საზღვარგარეთ ტერიტორიებზეა თავმოყრილი. იძლევით თუ არა პირობას რომ გაერთიანებული სამეფო შეუერთდება ჩვენს მოკავშირეებს და გაყინავს ამ ამორალური ტირანის აქტივებს?

უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ ამ საკითხებში ევროპელ პარტნიორებთან ერთად ვიდგეთ ევროპის საბჭოში. შეერთებულ შტატებთან კოორდინაციით, გაერთიანებულმა სამეფომ სანქციები დაუწესა შინაგან საქმეთა მინისტრს, მის მოადგილეს და სამ პოლიციის უფროსს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ჟურნალისტებისა და მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ ძალადობრივ თავდასხმებზე საქართველოში. ჩემი პატივცემული მეგობარი გაიგებს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით საქართველოში ვითარების განვითარებას, პოტენციური სანქციების შესახებ კომენტარს არ ვაკეთებთ, რადგან ეს შეამცირებდა მათ ეფექტურობას.“ - განაცხადა მინისტრმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი: თუ ირანი გარიგებას არ დათანხმდება, ყველა ელექტროსადგურს და ხიდს დავანგრევთ
ბერი ნიკოლოზი (ნარიმანი) გარდაიცვალა
მეუფე იაკობი - ცხვირს არავის არსად არ ჩავაყოფინებთ! კარგად გაითვალისწინოს ყველამ
ქართველი სამხედრო გიორგი კუპარაშვილი, უკრაინის შეიარაღებული ძალების მესამე არმიის კორპუსის პოლკის მეთაურად დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics