14:53 - 25 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-09 22:39:27, 398 ნახვა

პოლიტიკა
მიხეილ ჯანელიძე თოფაძის განცხადებას მთავრობის სახელით ემიჯნება

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მიხეილ ჯანელიძე გოგი თოფაძის განცხადებას მთავრობის სახელით ემიჯნება და ამბობს, რომ თურქეთი საქართველოს მეგობარია და მხარს უჭერს ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას. 

"მინდა, როგორც ჩვენი უწყების, ასევე მთავრობის სახელით მინდა გავემიჯნო იმ განცხადებას, რომელიც ბატონი გოგი თოფაძის მხრიდან გაკეთდა. თურქეთი საქართველოს მეგობარი და სტრატეგიული პარტნიორი ქვეყანაა, რომელიც მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას" - განაცხადა ჯანელიძემ.

ცნობისთვის, დღეს თოფაძემ განაცხადა: "მთელი საუბარი იმაზე ააგეს, რომ რუსეთმა ჩვენი ტერიტორიები დაიკავა და „გაზპრომთან“ მოლაპარაკება  როგორ შეიძლება. თუ საკითხს ასე ვუდგებით,  მაშინ თურქეთიდან რომ ამდენი ნაგავი შემოაქვთ, იქ არ არის ჩვენი ტერიტორიები დაკავებული"?!





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სერბეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს - რიგები კილომეტრებით გაიჭიმა
არჩევნებამდე სამი დღით ადრე ათასობით ისრაელელი ნეთანიაჰუს წინააღმდეგ მიტინგს მართავს
პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის ბრალდებით ორი პირი დააკავა
ბელგოროდში, უკრაინის მასშტაბური თავდასხმის შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა და 14 დაშავდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics