08:04 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-09 22:07:50, 546 ნახვა

საზოგადოება
თავისუფალ უნივერსიტეტში ჩაშლილ ლექციასთან დაკავშირებით, "იდენტობა" განცხადებას ავრცელებს

"ორგანიზაციასა და უნივერსიტეტს შორის წინასწარი შეთანხმების მიუხედავად, უნივერსიტეტმა ვერ უზრუნველყო ლექციის უსაფრთხო გარემოში ჩატარება და ის ჩაიშალა", - ამის შესახებ ნათქვამია ლგბტ უფლებადამცველი ორგანიზაცია "იდენტობის" მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

როგორც არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადებაშია ნათქვამი თავისუფალი უნივერსიტეტის ადმინისტრაციისა და ცალკეული თანამშრომლების მიერ გაკეთებული განცხადებები სიმართლეს არ შეესაბამება, თითქოს “იდენტობამ” ვერ უზრუნველყო უსაფრთხოება და  ვერ შეძლო პროვოკაციის პრევენცია.

"იდენტობას" განცხადებას "ექსპრესნიუსი" უცვლელად გთავაზობთ: 

2016 წლის 7 მარტს “იდენტობას” დაგეგმილი ჰქონდა თამარ ცოფურაშვილის საჯარო ლექცია თემაზე: “ჰომოფობიის სოციო-კულტურული ასპექტები”, რომელიც თბილისის თავისუფალ უნივერსიტეტში უნდა ჩატარებულიყო.

ლექცია ტარდებოდა პროექტის “გენდერისა და სექსუალობის საკითხებზე სტუდენტების მგრძნობელობის გაზრდა” ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია კანადის მთავრობის მიერ. პროექტი მიზანი იყო ადამიანის უფლებების სწავლების, ტოლერანტული საზოგადოების მშენებლობის და ლიბერალური ღირებულებების განმტკიცებისთვის სტუდენტების ინფორმირება გენდერის და სექსუალობის საკითხებთან დაკავშირებით და ამ მხრივ მათი ცნობიერების ამაღლება. პროექტის ფარგლებში დაგეგმილი იყო საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტში აღნიშნული თემატიკის ირგვლივ საჯარო ლექციების ჩატარება.

“იდენტობა” თბილისის თავისუფალ უნივერსიტეტს წინასწარ შეუთანხმდა ლექციის ჩასატარებლად სივრცის დათმობის შესახებ. 7 მარტს, დილით, უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა ლექციის ორგანიზატორს აცნობა, რომ უნივერსიტეტში მივიდა ახალგაზრდების ჯგუფი, რომელიც ლექციის ჩაშლით იმუქრებოდა.

ამ გაფრთხილების შემდეგ, “იდენტობამ” გადაწყვიტა, რომ უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით პოლიციისთვის მიემართა. თუმცა, თავისუფალი უნივერსიტეტის წარმომადგენელმა ლექციის ორგანიზატორს უთხრა, რომ უნივერსიტეტი თავად იზრუნებდა ლექციის უსაფრთხო ვითარებაში ჩატარებაზე. კერძოდ, “იდენტობამ” უნივერსიტეტის წარმომადგენლის მხრიდან მიიღო ინფორმაცია, რომ დაცვაც და პოლიციაც უკვე გაფრთხილებული იყო და ორგანიზაციის მიერ პოლიციის გამოძახების საჭიროება არ იდგა.

მიუხედავად ამისა, ლექცია დანიშნულ დროს არ დაწყებულა, რადგან აუდიტორია აგრესიულად განწყობილმა ჯგუფმა დაიკავა. 2 საათის განმავლობაში ადგილი ჰქონდა სიტყვიერ დაპირისპირებას, “იდენტობას” მიმართ ბრალდებებს, მომხსენებლის მიმართ შეურაცხყოფას და მუქარასაც კი. ამ დროის განმავლობაში ისინი ღიად ამბობდნენ, რომ მათი მიზანი ლექციის ჩაშლა იყო.

“იდენტობა“-ს თანამშრომლებმა სიტუაციის სტაბილიზაციის მიზნით თავისუფალი უნივერსიტეტის ადმინისტრაციას მიმართეს, რაზეც პასუხად მიიღეს, რომ ეს იყო საჯარო ლექცია და ადმინისტრაციას არ ჰქონდა უფლება მსურველებისთვის ლექციაზე დასწრება აეკრძალა. საბოლოოდ, ორგანიზაციასა და უნივერსიტეტს შორის წინასწარი შეთანხმების მიუხედავად, უნივერსიტეტმა ვერ უზრუნველყო ლექციის უსაფრთხო გარემოში ჩატარება და ის ჩაიშალა.

ვფიქრობთ, თავისუფალი უნივერსიტეტის ადმინისტრაციისა და ცალკეული თანამშრომლების მიერ შემდგომში გაკეთებული განცხადებები მცდარია. მათი ვერსიით, “იდენტობამ” ვერ უზრუნველყო უსაფრთხოება და  ვერ შეძლო პროვოკაციის პრევენცია.

გვსურს,  საზოგადოებას შევახსენოთ, რომ 2016 წლის 7 მარტს განვითარებული მოვლენები არ არის ერთჯერადად მომხდარი ფაქტი. ბოლო 2 კვირის მანძილზე ეს იყო რიგით მეორე შემთხვევა, როდესაც სიძულვილით განწყობილი ჯგუფების მუქარის გამო ხდება “იდენტობას” მიერ ორგანიზებული ღონისძიებების მიზანმიმართულად ჩაშლა.

აღნიშნული ჯგუფები მაქსიმალურად ცდილობენ “იდენტობას” ყოველგვარი საჯარო სივრცე შეუზღუდონ. ამის ნათელი მაგალითია პროექტის ფარგლებში დაგეგმილი „ლგბტ საკითხებში მეოთხე ეროვნული სტუდენტური კონფერენციაც“, რომელიც თებერვლის თვეში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ადმინისტრაციის შეთანხმების მიხედვით, თსუ-ის გენდერის კვლევების ინსტიტუტთან თანამშრომლობით უნდა ჩატარებულიყო. უნივერსიტეტმა, “ეროვნული ფრონტის” მუქარის გამო კონფერენციის წინა ღამეს სივრცის გამოყოფაზე უარი განაცხადა, რის გამოც იდენტობა იძულებული გახდა კონფერენცია სასწრაფო წესით შეზღუდულ სივრცეში – ორგანიზაციის ოფისში ჩაეტარებინა.

ნათელია, რომ ამ სახის დესტრუქციული ქმედებები უკვე სისტემატურ ხასიათს ატარებს და ჩვენი ორგანიზაციის შემდგომი ღონისძიებების ჩატარება საფრთხის ქვეშ დგას. მოვუწოდებთ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს, უნივერსიტეტებს და სახელმწიფო ინსტიტუტებს, პირდაპირ ან ირიბად არ შეგვიზღუდონ საჯარო სივრცეები, იყვნენ ორგანიზაციის მიმართ სოლიდარულები და არ იყვნენ ტოლერანტულები უმცირესობათა ჯგუფების ჩაგვრის მიმართ", - ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში. 

ცნობისთვის, 7 მარტს თავისუფალ უნივერსიტეტში დაგეგმილი ლექცია, რომელიც "იდენტობას" ორგანიზებით უნდა გამართულიყო ჩაიშალა. რისი მიზეზიც ის გახდა, რომ ჰომოფობიურად განწყობილმა ჯგუფმა ორგანიზატორებსა და ლექციის მომხსენებელს ლექციის ჩატარების შესაძლებლობა არ მისცეს. ადგილი ჰქონდა სიტყვიერ დაპირისპირებასაც.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics