09:54 - 20 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-26 13:04:33, 323 ნახვა

პოლიტიკა
ხატია დეკანოიძე - საქართველოს პოლიტიკური კრიზისის განმუხტვის მნიშვნელოვანი ეტაპი არჩევნები და რეჟიმის ტყვეების გათავისუფლებაა

ახალი არჩევნები ეს არის საქართველოს პოლიტიკური კრიზისის განმუხტვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი, - ამის შესახებ „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ხატია დეკანოიძემ, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტ, სალომე ზურაბიშვილის განცხადების შეფასებას ჟურნალისტებს აღნიშნა.

მისივე თქმით, ახალ არჩევნებთან ერთად, მნიშვნელოვანია რეჟიმის ტყვეების გათავისუფლებაც.

„ახალი არაფერი არ უთქვამს სალომე ზურაბიშვილს. ახალი არჩევნები ეს არის საქართველოს პოლიტიკური კრიზისის განმუხტვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი. არჩევნები და რეჟიმის ტყვეების გათავისუფლება. ამიტომ, ეს არის ის, რაზეც არა მხოლოდ ის, არამედ საუბრობს ყველა ადამიანი, რომელსაც აწუხებს საქართველოში იმ რეჟიმის არსებობა, რომელიც არსებობს. ვფიქრობ, რომ ახალი არჩევნები არის აუცილებელი დღეს საქართველოში.

რაც შეეხება ქართულ ქარტიას, „ქართული ქარტია“ არის პრინციპები, რომელიც აერთიანებს საქართველოს ევროპერსპექტივას. ეს არის რეფორმები, რომელიც აუცილებელია ევროკავშირში გაწევრიანებისთვის, ეს არის საარჩევნო რეფორმა, სასამართლო რეფორმა. ამიტომ ვფიქრობ, რომ ის პრინციპები, რაც ქარტიაშია, მნიშვნელოვანია, რომ გაზიარებულია თითქმის, ყველა ოპოზიციური პარტიის მიერ“, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული პოლიტიკოსის, „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ხატია დეკანოიძის საქმეზე სასამართლო გადაწყვეტილებას სავარაუდოდ, 10 მარტს გამოაცხადებს. სხდომა მტკიცებულებათა გამოკვლევის ეტაპზე გადაიდო.

აღნიშნულის მიზეზი მოსამართლის გადაწყვეტილება გახდა, რომლის მიხედვითაც, კობა ჩაგუნავამ შინაგან საქმეთა სამინისტროს დაავალა, საქმეზე დართული ვიდეოჩანაწერის იმგვარი მოცემულობა წარადგინოს, რომელიც სასამართლოს სრულ სურათს აჩვენებს, ვინაიდან უწყების მიერ მოტანილ მასალას გარკვეულ მონაკვეთზე ხმა არ ჰქონდა.

სხდომაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი აცხადებდა, რომ ხალხის ის ოდენობა არ იყო, რაც ჭავჭავაძის გამზირის სავალ ნაწილს გადაკეტავდა.

შსს-ს წარმომადგენლის განმარტებითვე, ვიდეომასალა არსებობს, თუ როგორ შეექმნათ მოქალაქეებს გადაადგილების პრობლემა, თუ როგორ შევიდა ხატია დეკანოიძე კონფლიქტში მოქალაქეებთან, რომლებიც ავტომანქანით გადაადგილდებოდნენ და მოუწოდებდა, სხვა გზით წასულიყო.

ხატია დეკანოიძის ადვოკატის ირაკლი აბესაძის განმარტებით კი, საქმე აბსურდული და უშინაარსოა. აბესაძის თქმითვე, უდაბლესი სტანდარტით უდგება შსს მოქალაქეებს და ამ უდაბლეს სტანდარტსაც კი არ აკმაყოფილებს ის მტკიცებულება, რაც უწყებას აქვს წარმოდგენილი.


 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინამ ერთ კვირაში მეორედ დაარტყა რუსეთის ერთადერთ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას შავ ზღვაზე, ერთი ადამიანი დაიღუპა.
ღმერთია და ექიმი არ სჭირდებაო - ნარიმან მაქარაშვილთან, მისი თაყვანისმცემლები ექიმს არ უშვებდნენ -ვიდეო
რუსეთში დამკრძალავი კომპანიების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა, უკრაინაში რეკორდული დანაკარგის ფონზე.
ტრამპი: თუ ირანი გარიგებას არ დათანხმდება, ყველა ელექტროსადგურს და ხიდს დავანგრევთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics