14:10 - 21 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-09 19:08:11, 566 ნახვა

პოლიტიკა
საქართველო იმ ქვეყნების სიაში გადავა, რომელთა მოქალაქეებსაც ვიზა აღარ დასჭირდებათ

საქართველო იმ ქვეყნების სიაში გადავა, რომელთა მოქალაქეებსაც ევროკავშირის წევრი ქვეყნების ტერიტორიაზე ვიზიტისთვის ვიზა აღარ დასჭრდებათ და ბიომეტრიული პასპორტი ტრანსფერისთის საკმარისი იქნება, - ამის შესახებ ევროკომისიის მიერ მომზადებულ წინადადებაშია აღნიშნული, რომელიც ევროკავშირის ოფიციალური ჟურნალის ვებგვერდზე დღეს გამოქვეყნდა.

დოკუმენტი სავიზო რეგულაციების შესახებ ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ამოქმედდება მაშინვე, როცა ის ძალაში შევა.

"საქართველომ ყველა იმ პუნქტს მიაღწია, რაც ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმაში იყო აღნიშნული და რომელიც საქართველოს მთავრობას 2013 წლის 18 თებერვალს წარედგინა. საქართველო ასრულებს არსებულ კრიტერიუმებს იმისათვის, რომ ადგილობრივ მოქალაქეებს ევროკავშირის წევრ ქვეყნებში მოგზაურობისთვის ვიზა არ დასჭირდეთ", - ნათქვამია დოკუმენტში.

იქვე ნახსენებია, რომ ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით შემუშავებულ რეგულაციაში დიდი ბრიტანეთი და ირლანდია არ მონაწილეობს, ხოლო რეგულაცია ისლანდიაში, ლიხტენშტეინში, ნორვეგიასა და შვეიცარიაში ამოქმედდება.

როგორც დოკუმენტში წერია, ეს რეგულაცია დამტკიცების შემდეგ ძალაში ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში გამოქვეყნებიდან მე-20 დღეს შევა.

"რეგულაცია არის ევროკავშირის საერთო სავიზო პოლიტიკის ნაწილი, რომელიც 180-დღიან პერიოდში 90 დღით დარჩენას გულისხმობს", - წერია დოკუმენტში.

შეგახსენებთ, რომ მას ევროკომისარი მიგრაციის საკითხებში დიმიტრის ავრამოპულოსი პრესკონფერეციაზე საქართველოს დროით 20:30 საათზე წარადგენს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
იოსელიანი დიუშენის აქციაზე: მოვუწოდებ შსს-ს უზრუნველყოს მშვიდობიანი შეკრების თავისუფლება
დეველოპერულ კომპანია „ზიონსა" და ლიბერთი ბანკს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
სარჯველაძე დიუშენის საკითხის აქტუალიზაციაზე ამბობს, რომ არაკვალიფიციურობით გამოწვეული მცდარი შეხედულებების ტირაჟირება მიმდინარეობს
მაღაზიების ძარცვის ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი 15 წლის მოზარდი დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics