09:54 - 20 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-25 19:02:21, 493 ნახვა

პოლიტიკა
ოპოზიციონერი ლიდერები სხვადასხვა მარშს შეუერთდნენ

თბილისში გენერალ მაზნიაშვილის მარში დაიწყო.  მსვლელობაში მონაწილეობს კობა ხაბაზიც. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, ქართველებმა იცოდნენ, რომ რუსული ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლაში აუცილებლად გაიმარჯვებენ.

„ალბათ იგივე საქართველოს ომმა, იგივე უკრაინაში ომმა გადამაწაყვეტინა, რომ მოვსულიყავი დღეს გენერალ მაზნიაშვილის მარშზე. არ მიფიქრია თანამოაზრეებიდან ვინ იქნებოდა აქ, რომელი პოლიტიკური პარტია სად აპირებდა მისვლას, უბრალოდ, მინდოდა, აქ ვყოფილიყავი, ჩვენი სასახელო გენერალ მაზნიაშვილის მარშზე და კიდევ ერთხელ გვეთქვა საქართველოსთვის, რომ ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ და გვეთქვა ოკუპანტებისთვის, რომ კუდით ქვას გასროლინებთ!,“ - ამბობს ხაბაზი.

„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სოფო ჯაფარიძემ  რომელიც მარჯანიშვილის მოედანზე ვალიკო ჯუღელის სახელობის მარშს შეუერთდა, განაცხადა, რომ  სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები მზად არიან, ნებისმიერ დროს, საჭიროების შემთხვევაში, პირველადი დახმარების მედიკამენტები გააგზავნონ სტიქიის ზონაში.

„ჩვენი ექიმები, 24 საათის განმავლობაში მზად არიან, ონლაინ კონსულტაცია გაუწიონ სტიქიის ზონაში მყოფ ადამიანებს, ჩვენ მზად ვართ,  ყველა მიმართულების ექიმი დაეხმარნენ მათ. ნებისმიერ დროს შეუძლიათ დაურეკონ და მიიღონ ნებისმიერი სახის პირველადი დახმარება. ასევე, ჩვენ, სურვილის და საჭიროების შემთხვევაში, მზად ვართ, გავაგზავნოთ პირველადი დახმარების მედიკამენტები იქამდე, სადამდეც შეძლებს ტრანსპორტი მისვლას და ვართ სრულ მზადყოფნაში, გავუწიოთ დახმარება მათ.

დარწმუნებული ვარ, რომ როგორც კი ეს რუსული რეჟიმი, ე.წ. ხელისუფლება დასრულდება, ქვეყანა დაემსგავსება ქვეყანას, იარსებებს ისევ სახელმწიფო ინსტიტუტები და არცერთ ჩვენ მოქალაქეს მსგავსი ტიპის პრობლემა აღარ ექნება. ჩვენ ეს ბრძოლა უნდა მივიყვანოთ ბოლომდე, იმიტომ, რომ დღეს უკვე, ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლეც კი უდიდეს საფრთხეშია,“- განაცხადა ჯაფარიძემ.

ვაკის პარკთან მარო მაყაშვილის მარშს შეუერთდა, კოალიცია „ცვლილებებისთვის“ ლიდერი, ნიკა მელია.

მისი თქმით, მიუხედავად ხელისუფლების მცდელობებისა, როგორმე ჩაახშოს პროტესტი, აუცილებელია თანმიმდევრული და ყოველდღიური ბრძოლა.

„მიუხედავად ფინანსური მარწუხებისა, ცემა-ტყეპისა, რეჟიმმა შედეგს ვერ მიაღწია და ვერც მიაღწევს, რადგან მათ არ გააჩნიათ- სიმართლე, თანმიმდევრული და ყოველდღიური ბრძოლა არის ყველაზე პრინციპული და მნიშვნელოვანი. თანმიმდევრული და ყოველდღიური ბრძოლა არის ყველაზე პრინციპული და მნიშვნელოვანი, ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ ეს არის მარათონული ბრძოლა, ეს არ არის არც ორკვირიანი, ორთვიანი და არც სამთვიანი, გამარჯვების შემდეგაც, მაშინაც როცა სახელმწიფო სახელმწიფოს დაემსგავსება, მნიშვნელოვანია, რომ სამოქალაქო საზოგადოება იყოს გაცილებით ფხიზლად, ვიდრე ვყოფილვართ. ამიტომ, შორს ყველასგან დეპერსია, იმედგაცრუება, სასოწარკვეთა, თითქოს, რაღაცა არ გამოგვივა, გამოგვდის, უბრალოდ ეს არის პროცესი, რომელსაც გარკვეული დრო სჭირდება. ვინც იტყვის კონკრეტულ თარიღს, რა დროსაც ეს ბრძოლა დასრულდება, ის არ იქნება პასუხისმგებლიანი, რადგან ეს ყველაფერი განგრძობადია და ენერგიულობას აქვს დიდი მნიშვნელობა,“ - განაცხადა მელიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჰორმუზის სრუტეში აშშ-მ ირანის კუთვნილი ტანკერი დააკავა, ირანმა სამხედრო გემებზე დრონებით თავდასხმა განახორციელა
უკრაინამ ერთ კვირაში მეორედ დაარტყა რუსეთის ერთადერთ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას შავ ზღვაზე, ერთი ადამიანი დაიღუპა.
ღმერთია და ექიმი არ სჭირდებაო - ნარიმან მაქარაშვილთან, მისი თაყვანისმცემლები ექიმს არ უშვებდნენ -ვიდეო
რუსეთში დამკრძალავი კომპანიების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა, უკრაინაში რეკორდული დანაკარგის ფონზე.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics