|
2025-02-25 12:35:00, 577 ნახვა
პოლიტიკა
სალომე ზურაბიშვილი - ქვეყანას პატრონი არ ჰყავს, საქართველოს სახელმწიფო არ გააჩნია
"გურია, ბათუმი, ქობულეთი… ქვეყანას პატრონი არ ჰყავს, საქართველოს სახელმწიფო არ გააჩნია, ყველა საშუალებები რაც გააჩნია სახელმწიფოს გადართულია რეპრესიაზე და მოქალაქეები კი რჩებიან იმ სიფრთხილის ანაბარად, რომლისკენ გვიწოდებს 112 ს გზავნილი!!!!" - წერს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში. ინფორმაციისთვის, ინტენსიურმა თოვამ დასავლეთ საქართველოში პრობლემები შექმნა. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ოპოზიციონერი წევრის ინფორმაციით, სოფლები მოწყვეტილია გარე სამყაროს და მოსახლეობას დახმარება სჭირდება. აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, ხულოს, შუახევის და ქედის მუნიციპალიტეტების მაღალი ზონის სოფლებში თოვლის საფარი 2 მეტრს აღწევს. ბათუმში უამინდობის გამო საზოგადოებრივი ტრანსპორტი მუშაობას დროებით აჩერებს. ასევე, ნალექმა ხეები დააზიანა, რომლებიც ავტომობილებს დაეცა.
სამხრეთ აფრიკაში საქართველოში ექსპორტისთვის განკუთვნილი ბაობაბების საქმეზე საქმე აღიძრა
ტაშკენტში საერთაშორისო ბიზნესგამოფენა "საქართველო – უზბეკეთი აბრეშუმის გზა" გაიმართა
თორნიკე რაზმაძე - 3 000 ლარით დამაჯარიმეს მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფის გამო
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის AI in Finance Awards-ის ფარგლებში ფინანსური ინკლუზიურობის ჯილდო მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)