|
2025-02-25 11:41:10, 681 ნახვა
მსოფლიო
მარკო რუბიო: რუსეთ-უკრაინის ომზე გაერო-ს რეზოლუცია ანტაგონისტურია და ომის დასრულების მცდელობებს ეწინააღმდეგება
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს განცხადებით, „შეერთებულმა შტატებმა მხარი არ დაუჭირა გაერო-ს რეზოლუციას, რომელიც რუსებს უკრაინაში მიმდინარე ომის გამო აკრიტიკებს, რადგან ის ანტაგონისტურია და ორივე მხარის მოლაპარაკებების მაგიდასთან დასმისა და ომის დასრულების მცდელობებს ეწინააღმდეგება“. „რაც შეეხება უფრო ფართო რეზოლუციას, ვფიქრობთ, რომ გაერო, თუ სურს იყოს სასარგებლო 21-ე საუკუნეში, უნდა დაუბრუნდეს თავის წესდებას, რომელიც ითვალისწინებს ომისა და კონფლიქტის პრევენციას და დასრულებას“, - განაცხადა რუბიომ Breitbart News-თან ინტერვიუში. მან ხაზი გაუსვა, რომ შეერთებული შტატების პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს ომის დასრულება სურს. „პრეზიდენტ ტრამპს სურს ამ ომის დასრულება. ის თვლის, რომ ძალიან ბევრი ადამიანი დაიღუპა. გულწრფელად რომ ვთქვათ, არ ვფიქრობდით, რომ გაერო-ში რომელიმე მხარის მიმართ ანტაგონისტური რამ ხელის შემწყობი იყო. ჩვენ ვცდილობთ ეს ადამიანები მაგიდასთან მივიყვანოთ. სამწუხაროდ, უკრაინა არ დათანხმდა და სურდათ, თავიანთი გაეტანათ. შემდეგ ჩვენ მივედით უშიშროების საბჭოში ჩვენი კომპრომისით, რომელიც, ჩემი აზრით, ძალიან სამართლიანი ენაა და ძირითადად ამბობს, რომ ომი საშინელებაა, ძალიან ბევრი ადამიანი დაიღუპა, ეს ომი უნდა დასრულდეს ისე, რომ მშვიდობა ხანგრძლივი იყოს - ეს, არსებითად, ეხმიანება პრეზიდენტ ტრამპის შეხედულებას და შეახსენებს გაერო-ს, რომ მისი მიზანია ომის დასრულება და კონფლიქტების თავიდან აცილება და არა კონფლიქტების დასრულების გართულება. ვფიქრობ, კარგია, რომ ეს გავაკეთეთ უშიშროების საბჭოში და რუსებმა მას ვეტო არ დაადეს. მე არ გეუბნებით, რომ ეს დაასრულებს ამ კონფლიქტს, მაგრამ, რა თქმა უნდა, ვფიქრობ, რომ ჩვენი ენა უკეთესია და იმედია, ხელს შეუწყობს მშვიდობის საქმეს“, - აღნიშნა რუბიომ. შეგახსენებთ, გაერო-ს უშიშროების საბჭომ აშშ-ის მიერ შემუშავებული რეზოლუცია მიიღო, რომელიც კონფლიქტის მიმართ ნეიტრალურ პოზიციას იკავებს. გენერალურმა ასამბლეამ კი რეზოლუციას მხარი მხოლოდ მას შემდეგ დაუჭირა მხარი, რაც მასში ცვლილებები შევიდა. კერძოდ, ცვლილებები უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრისა და ხანგრძლივი მშვიდობის შესახებ. ასევე ცვლილება იმის შესახებ, რომ რეზოლუცია კიდევ ერთხელ ადასტურებს გაერო-ს მხარდაჭერას უკრაინის სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობის, ერთიანობისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ასამბლეამ კიდევ ერთი უკრაინისა და ევროკავშირის მიერ ინიცირებულ რეზოლუცია მიიღო. რეზოლუციის პროექტს, რომელიც უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიან შეჭრას გმობს მხარი 93-მა ქვეყანამ დაუჭირა, მის წინააღმდეგ ხმა 18-მა ქვეყანამ მისცა, ხოლო 65-მა თავი შეიკავა. რეზოლუციაში საუბარია „რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიან შეჭრაზე“ და მოითხოვს, რომ „რუსეთმა უკრაინის საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრებიდან თავისი შეიარაღებული ძალები დაუყოვნებლივ და სრულად გაიყვანოს“.
ორ პირს რომლებმაც მოქალაქეს ინტიმური ვიდეო გაუვრცელეს და თვითმკვლელობამდე მიიყვანეს ,ხოლოდ 5 წელი შეეფარდათ
უკრაინამ სამარის რეგიონში მდებარე „ტატნეფტის“ მსხვილ ქიმიურ ქარხანაზე იერიში მიიტანა
ყირიმში დრონების თავდასხმის შემდეგ ელექტროენერგია და ინტერნეტი გაითიშა
გამოკითხულ ამერიკელთა აბსოლუტური უმრავლესობა — 66% პირდაპირ თანაუგრძნობს და მხარს უჭერს უკრაინას რუსეთთან ომში ხოლო ამომრჩეველთა 65% უკრაინას აშშ-ის მოკავშირედ ან მეგობრად მიიჩნევს
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ISW: რუსული არმია უკრაინაში ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)