|
2025-02-25 09:45:48, 465 ნახვა
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი - ევროკავშირის ელჩს ახლა თავი პროკურორი ჰგონია, რომ აქ დამნაშავეები უნდა გამოავლინოს და დასაჯოს
დღეს მოვისმინე ევროკავშირის ელჩის განცხადება, რომელიც საუბრობდა, ჩვენ ვმუშაობთ, რომ დავსაჯოთ აქციების ძალადობით დაშლაო და არ ვიცი, როდის აქეთ გახდა ელჩის ფუნქცია პროკურორობა, ან მოსამართლეობა, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას. „რა ელჩის საქმეა მუშაობა დასჯაზე? მათ შორის თქვა, სამწუხაროდ, ვერ ვთანხმდებით, რადგან უნგრეთი და სლოვაკეთი წინააღმდეგია, მაგრამ ჩვენ ვმუშაობთო. ბოდიში, მაგრამ ევროკავშირის ელჩი ვის წარმოადგენს, მარტო ესტონეთსა და ლიტვას წარმოადგენს, თუ უნგრეთი და სლოვაკეთი ევროკავშირის წევრები არ არიან და მათ არ წარმოადგენს, თუ ვისი სახელით გველაპარაკება ევროკავშირის ელჩი, როცა საუბრობს, რომ ის მუშაობს ვიღაცების დასჯაზე? არავის დასჯაზე არ მუშაობს უნგრეთი, არავის დასჯაზე არ მუშაობს სლოვაკეთი და არავის დასჯაზე არ მუშაობს კიდევ ბევრი ქვეყანა ევროკავშირში. ეს არის აღმაშფოთებელი, როდესაც ევროკავშირის ელჩს ვერ გაურკვევია, რა არის მისი ფუნქცია და მგონი, ახლა თავი პროკურორი ჰგონია, რომ აქ დამნაშავეები უნდა გამოავლინოს და დასაჯოს. ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი“, – განაცხადა პაპუაშვილმა. მისი თქმით, ევროკავშირის ელჩს აქვს მცდელობები, რომ რაღაც მორალისტური ლექციები წაგვიკითხოს ხოლმე. „შევახსენებ მას, რომ ევროპის დემოკრატიის ფონდი საქართველოში აფინანსებს რადიკალიზმს, აფინანსებს პარტიებს და ეს მან ძალიან კარგად იცის თავად; ზეპირად იცის ამ ფონდის თითოეული დაფინანსება და არ გვეუბნება ჩვენ, ისევე, როგორც ევროკავშირი და ევროკომისია, რომლებსაც მივმართეთ ოფიციალურად და გვიმალავენ, რაში იხარჯება ევროკავშირის ფული. მარტივი ლოგიკაა საზოგადოებისთვის, თუკი გაირკვა, დადასტურდა და აღიარა აშშ-ის ადმინისტრაციამ, რომ მისი ფული ყველა ქვეყანაში და მათ შორის, საქართველოც, მოხვდა სხვადასხვა ანგარიშში, იხარჯებოდა დესტაბილიზაციისთვის, არარსებული იდეოლოგიის თავს მოხვევისთვის, პოლიტიკური მიზნების განხორციელებისთვის, მედიაპროპაგანდისთვის და თუკი ამერიკული ფული იხარჯებოდა ამ ყველაფერში, ბრიუსელიდან წამოსული ფული როგორ დარჩა ასე სუფთა და ამაში არ იხარჯებოდა? თან, ეს ფული ხომ კომბინირდებოდა ერთი და იგივე ორგანიზაციაში? მაგალითად, ISFED-ი, რომელმაც USAID-თან ერთად ჯერ 2020-ში ყალბი პარალელური დათვლის შედეგებით ატყუა საზოგადოება, ახლა კი, 2024-ში საერთოდ დამალა ეს პარალელური დათვლის შედეგები ISFED-მა და საერთოდ არ გამოაქვეყნა. ჩვენ გვაქვს ამაზე საკმაოდ მყარი, საფუძვლიანი ეჭვი და ინფორმაცია, რომ ეს იყო მისი დონორისგან იძულება, რომ მას არ გამოექვეყნებინა ეს შედეგები. დღეს მას ჩაუხსნა ამერიკამ თავისი დაფინანსება, მაგრამ დარჩა ევროკავშირის დაფინანსება. აი, ახლა როგორ ხდებოდა, ამერიკული ფულით მალავდა შედეგებს, ყალბ შედეგებს გვაჩვენებდა, დეზინფორმაციას ავრცელებდა მხოლოდ ამერიკული ფულით და ბრიუსელის ფული აქ სუფთა იყო? რა თქმა უნდა, ესეც იგივე მავნე წრეში იყო ჩართული. ამიტომ, ევროკავშირის ელჩმა, ნაცვლად აქ პროკურორობისა და პროკურორის ფუნქციის შეთავსებისა, არ ვიცი, თუ დარბის ახლა გამომძიებლის ლუპით ხელში, ეძებს დამნაშავეებს და უნდა, დასაჯოს, გააკეთოს ის, რაც არის მისი ფუნქცია. მისი ფუნქცია არის, საქართველოს მოსახლეობას, მათ შორის, უთხრას გამჭვირვალედ, რაში იხარჯება ბრიუსელიდან წამოსული ფული, თითოეული ცენტი“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
სამხრეთ აფრიკაში საქართველოში ექსპორტისთვის განკუთვნილი ბაობაბების საქმეზე საქმე აღიძრა
ტაშკენტში საერთაშორისო ბიზნესგამოფენა "საქართველო – უზბეკეთი აბრეშუმის გზა" გაიმართა
თორნიკე რაზმაძე - 3 000 ლარით დამაჯარიმეს მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფის გამო
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის AI in Finance Awards-ის ფარგლებში ფინანსური ინკლუზიურობის ჯილდო მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)