2025-02-24 19:39:27, 445 ნახვა
პოლიტიკა
ლორა ლინდერმანი საქართველოზე - ვფიქრობ, ვხედავთ გარკვეულ პოლიტიკურ ჩიხს, სადაც მთავრობას სურს უფრო და უფრო მეტი წნეხი
„ავტოკრატიის საგანგაშო სიგნალები საქართველოდან“ – ასე აფასებს ამერიკული ორგანიზაციის „ამერიკული საგარეო პოლიტიკის საბჭოს“ უფროსი მკვლევარი და ევრაზიის პროგრამების დირექტორი, ლარა ლინდერმანი ხელისუფლების მიერ ბოლო დროს გადადგმულ ნაბიჯებს „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში.
ლინდერმანი ამბობს, რომ ხელისუფლება განსაკუთრებით ცდილობს საკუთარი ლეგიტიმაციის დამტკიცებას მაშინ, როდესაც მათ დასავლეთისგან არ ააქვთ აღიარება.
„თბილისში დეკემბერში ვიყავით დელეგაციის მისიით, და ამ მისიამ გამოავლინა ბევრი შემაშფოთებელი ნიშანი. ბევრი რამ, რაც მანამდეც ვიცოდით, მაგრამ პირადად ვნახეთ. ხელისუფლებამ ჩვენთან შეხვედრაზე უარი თქვა, მხოლოდ ცესკოს (ცენტრალური საარჩევნო კომისია) წარმომადგენლები შეგვხვდნენ. მოვისმინეთ მოქალაქეების წინააღმდეგ ძალადობის საგანგაშო მასშტაბისა და ძალადობის სხვა ფორმების შესახებ. ბევრი გავიგეთ პროტესტებზე, და ის პირადადაც ვნახეთ. გამუდმებული, ყოველდღიური პროტესტი, რომელიც ევროინტეგრაციის შეფერხებას მოჰყვა, ჩვენს გადაადგილებასაც კი ართულებდა. ბევრი რამ მოვისმინეთ ამერიკა-საქართველოს პარტნიორობის შემცირების შესახებაც, ვესაუბრეთ ამერიკის ელჩს და ბევრ ევროპელ ელჩსაც. განვიხილეთ ის უფრო ღრმა პრობლემებიც, რაც საქართველოს დასავლეთის გზიდან გადახვევასა და ავტორიტარიზმისკენ სვლას ეხება“, – ამბობს ის.
ლინდერმანი „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერების შემდეგ „ქართული ოცნების“ მხრიდან კანონების გამკაცრებაზე და მანიფესტაციებთან დაკავშირებული ადმინისტრაციული ჯარიმების გაზრდაზეც საუბრობს.
„აქ არაფერია ისეთი, რაც კარგად გამოიყურება. პირველ რიგში, ხედავთ პროტესტის მასშტაბს, მის სპონტანურ ხასიათს. ის არჩევნებზე მეტად, უშუალოდ ევროპული ინტეგრაციის შეჩერების საკითხზე განცხადებამ გამოიწვია, რაც აჩვენებს, რამდენად მნიშვნელოვანია დასავლეთისკენ სვლა ქართველებისთვის. არსებობს რეალური შეკითხვები მთავრობის ლეგიტიმურობის შესახებ. ბევრმა ქვეყანამ დასავლეთში უარი თქვა მთავრობის ლეგიტიმურობის ცნობაზე. მეორე მხრივ, სრულად არ გაუწყვეტიათ ყველანაირი კავშირი მასთან. პროტესტი კი გრძელდება დიდ და პატარა ქალაქებში. იქნება ეს რუსთავი, ოზურგეთი, ბათუმი, ქუთაისი თუ თბილისი. ეს აჩვენებს, რამდენად ფართოდაა გავრცელებული. კიდევ ერთი რამ, რაც ჩემთვის ასევე ძალიან ცხადი გახდა, ისაა, რამდენად არ არის ეს პროტესტი დაკავშირებული ტრადიციულ პოლიტიკურ პარტიებთან, რამდენად სპონტანურია და რამდენად პირდაპირ ხალხისგან და ახალგაზრდებისგან ამომდინარეობს.
ვფიქრობ, ვხედავთ გარკვეულ პოლიტიკურ ჩიხს, სადაც მთავრობას სურს უფრო და უფრო მეტი წნეხი, პროტესტის შევიწროვება, იქნება ეს ცემა თუ სხვა, და შემდეგ გარკვეულ მომენტში ამ ზომების შემსუბუქება იმის სანახავად, ჩაცხრება თუ არა ეს ყველაფერი. მეორე მხრივ, არსებობს პროტესტის ბირთვი... თუმცა არც ისე ცხადია, როგორ წარიმართება მოვლენები“, – ამბობს ის.
ჟურნალისტმა მას მზია ამაღლობელის შესახებაც ჰკითხა, რაზეც ლორა ლინდერმანი ამბობს, რომ „ვხედავთ სიგნალებს, რომლებიც წითლად ციმციმებს და მიუთითებს, რომ კონსოლიდირებული კონტროლის, ავტოკრატიისკენ მივდივართ, დემოკრატიისგან შორს“.
„ვფიქრობ, ვხედავთ სიგნალებს, რომლებიც წითლად ციმციმებს და მიუთითებს, რომ კონსოლიდირებული კონტროლის, ავტოკრატიისკენ მივდივართ, დემოკრატიისგან შორს. თუკი ვინმე ახლა კავკასიას შეხედავს, უკვე ვეღარ იტყვის, რომ საქართველო ლიდერია დემოკრატიაში, დემოკრატიის შუქურაა კავკასიაში. ვიტყვით, რომ სომხეთს უფრო სურს ახლა დემოკრატიისკენ სვლა, და არა – საქართველოს. ძალიან ბევრი მაგალითია იმის, როგორ ცდილობს მთავრობა მარწუხების მოჭერას და სხვადასხვა ტიპის თავისუფლების შეზღუდვას“, – ამბობს ლორა ლინდერმანი.
ავტორი: ექსპრესნიუსი,
|
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არქივი 2009 წლიდან
303,563 | უნიკალური ვიზიტორი დღეს 27,104 |
Powered By 
|