11:44 - 20 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-24 15:09:29, 360 ნახვა

პოლიტიკა
გია ვოლსკმა კაია კალასის განცხადებას “უტიფრობა, უნამუსობა და პოლიტიკური მანიპულაცია“ უწოდა

მე ვფიქრობ, კაია კალასმა პასუხი უნდა გასცეს შეკითხვას, თუ რატომ აწარმოებს მისი ქმარი რუსეთში ბიზნესს, მილიონიანი შემოსავლები რატომ აქვს და ხომ არ არის ეს ორმაგი სტანდარტი?! - როდესაც შენი ოჯახი მილიონებს შოულობს რუსეთში და ასე ხისტად გამოდიხარ, რასაკვირველია, ამას ჩვენ ვერ დავარქმევთ ობიექტურ შეფასებას, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა, რითაც ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის განცხადება შეაფასა.

ვოლსკიმ კალასის განცხადებას „უტიფრობა, უნამუსობა და პოლიტიკური მანიპულაცია“ უწოდა.

„მე ვფიქრობ, რომ კაია კალასი უნდა დაფიქრდეს და პასუხი უნდა გასცეს შეკითხვას, თუ რატომ აწარმოებდა და აწარმოებს მისი ქმარი რუსეთში ბიზნესს, მილიონიანი შემოსავლები რატომ აქვს, ხომ არ არის ეს ორმაგი სტანდარტი ზოგადად. რასაკვირველია, სანქციები შეუძლია მოითხოვოს, მაგრამ მოძალადის მიმართ. მოძალადეობა რამ წარმოშვა, რამ განაპირობა, რისთვის იყო ეს მოძალადეობა?! როდესაც პიროტექნიკას ესროდნენ პოლიციას, როდესაც ქუჩებს, პარლამენტის შენობას წვავდნენ, ეს იყო ძალადობის თავდაპირველი საფუძველი და მიზეზი. ამას რომ არ აკეთებ, რომ არ აანალიზებ და შემოდიხარ პირდაპირ, რომ ერთ პოლიტიკურ ჯგუფს დაუჭირო მხარი და მეორე როგორმე ჩააყენო უხერხულ მდგომარეობაში, რასაკვირველია, ეს არის არის მარტო ორმაგი სტანდარტი, ეს არის უტიფრობა. ეს უნამუსობაა. პოლიტიკური მანიპულაცია ჰქვია ამას. როგორ შეიძლება?! რა დავიმსახურეთ?! რით?! რის გამო, რომ საქართველომ სტაბილურობა შეინარჩუნა და არ მივეცით საშუალება ნგრევას, რომ განვითარებულიყო?! შეიძლება იყო რაღაც გადაცდომები ისე როგორც ხდება დემოკრატიებში. გერმანიაში, საფრანგეთში ამდენი ადამიანი დაიღუპა. ამ ჯახის დროს ადამიანები დაშავდებიან, იციან, რომ ეს აუცილებლად მოხდება და რასაკვირველია, ამას უნდა შესაბამისი ანალიზი. როდესაც ასე ხისტად გამოდიხარ, როდესაც შენი ოჯახი მილიონებს შოულობს რუსეთში, განსაკუთრებით მას შემდეგ რაც რუსეთი შეიჭრა უკრაინაში, რასაკვირველია, ამას ჩვენ ვერ დავარქმევთ ობიექტურ შეფასებას," - განაცხადა ვოლსკიმ.

ცნობისთვის, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასმა ბრიუსელში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრამდე ჟურნალისტებს განუცხადა, რომ "საქართველოში განვითარებული მოვლენები საკმაოდ შემაშფოთებელია და ვიმსჯელებთ, რა შეიძლება კიდევ გავაკეთოთ".

„დავაყენეთ სანქციების საკითხი მათ წინააღმდეგ, ვინც იყენებს ძალადობას საქართველოში მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ - ჯერჯერობით, ორი ევროპული ქვეყანა ვერ დავარწმუნეთ, ამას დაეთანხმონ“, - განაცხადა კალასმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მარტში, საქართველოში პროდუქციის წარმოება გაძვირდა
2026 წლის იანვარ-მარტში მანქანებზე და ნავთობზე ექსპორტი გაიზარდა
ნობელის ლაურეატმა მარია რესამ მზია ამაღლობელის და ქართული საპროტესტო მოძრაობის მხარდამჭერი განცხადება გააკეთა
სამართალდამცველებმა 1 107 შეკვრა ნარკოტიკი ამოიღეს - დაკავებულია 2 პირი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics