|
2025-02-24 13:06:42, 455 ნახვა
პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილი - ამბობენ, სააკაშვილმა მოიყვანა ივანიშვილიო, ვინც ამას ამბობს, საკუთარ თავს სარკეში ჩახედოს
ივანიშვილის გამარჯვება საქართველოში დიდი ჰიბრიდული სპეცოპერაციის შედეგი იყო, რომელსაც სამწუხაროდ, ქართველი ხალხის ერთი ნაწილი წამოეგო - მივიღეთ სრული კატასტროფა, ეროვნული განადგურება და ახლა, საქართველო უზარმაზარი კატასტროფის წინაშეა,- ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე ჩართვისას განაცხადა. როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, „სიტუაციის შესაცვლელად ძალიან ცოტა დრო გვრჩება“. „ამბობენ, მან [სააკაშვილმა] მოიყვანა ივანიშვილიო. ყველა, ვინც ამას ამბობს, საკუთარ თავს სარკეში ჩახედოს. ივანიშვილის გამარჯვება საქართველოში დიდი ჰიბრიდული სპეცოპერაციის შედეგი იყო, რომელსაც სამწუხაროდ, ქართველი ხალხის ერთი ნაწილი წამოეგო. გასაგებია რატომაც წამოეგო, იმიტომ, რომ უნდოდა უკეთესზე უკეთესი. მივიღეთ სრული კატასტროფა, მივიღეთ ეროვნული განადგურება და საქართველო ახლა არის უზარმაზარი კატასტროფის წინაშე. საკმარისია უკრაინაში შეწყდეს სისხლი, სად წავა მერე რუსეთი? მათ სამხედრო მანქანების გაჩერება, უბრალოდ, არ შეუძლიათ. წავა მოლდოვაში? ვერა იმიტომ, რომ უკრაინაა შუაში. წავა ბალტიის ქვეყნებში? ნატო მაინც იცავს ბალტიის ქვეყნებს, ეს გაურკვეველია. წავა ყაზახეთში? არა, იქ ჩინეთია. წავა აზერბაიჯანში? არა, იქ თურქეთის სამხედრო გარანტიებია. ერთადერთი უპატრონოდ დარჩენილი ქვეყანა საქართველოა და წავა საქართველოში. მსოფლიოში საქართველოს გავლით წავა. ეს არის მწარე რეალობა, თუ ეს სიტუაცია დროზე არ შეიცვალა. ჩვენ ძალიან ცოტა დრო გვრჩება სიტუაციის შესაცვლელად. მე აქ ჩამოვედი, ჩემი სიცოცხლე გადავდე იმიტომ, რომ ყველაზე ადრე დავინახე ეს სამკვდრო-სასიცოცხლო საფრთხე. დიდი ხანი ვცადე შორიდან ამის გაკეთება და ეს შეუძლებელია. უკვე საკუთარი ტყავით გავრისკე, საკუთარი ტყავი შევაგდე თითქმის, უიმედო თამაშში“,- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. ამასთან, როგორც მიხეილ სააკაშვილმა ჩართვისას აღნიშნა, ის „ერთი წუთითაც არ ნანობს, რომ ქვეყანა მტერს არ ჩააბარა“. მისივე თქმით, ახლა „ერთიანობა მნიშვნელოვანია“. „საქართველო იქნება თავისუფალი, თუნდაც ეს მე სიცოცხლის ფასად დამიჯდეს. ჩვენ ამ ბრძოლაში აუცილებლად გავიმარჯვებთ“,- აღნიშნა სააკაშვილმა.
ფინეთის პრეზიდენტმა პუტინთან სატელეფონო საუბრისთვის მზადებაზე ისაუბრა
ტრამპმა პირობა დადო, რომ კონგრესის არჩევნების შედეგებს აღიარებს, თუ ისინი სამართლიანი იქნება
საია-Amnesty International - ციხეებში წამების ბრალდებების ეფექტიანად გამოუძიებლობა დაუსჯელობას აძლიერებს
სამხრეთ აფრიკაში საქართველოში ექსპორტისთვის განკუთვნილი ბაობაბების საქმეზე საქმე აღიძრა
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)