01:17 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-22 13:05:36, 355 ნახვა

მსოფლიო
მარკო რუბიო - ორშაბათს, რუსეთ-უკრაინის ომიდან სამი წლის შემდეგ, აშშ გაერო-ში ისტორიულ რეზოლუციას წარადგენს

ორშაბათს, 24 თებერვალს, რუსეთ-უკრაინის ომიდან სამი წლის შემდეგ, აშშ გაერო-ში ისტორიულ რეზოლუციას წარადგენს. ამის შესახებ განცხადებას აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო ავრცელებს.

„პრეზიდენტ ტრამპს რუსეთ-უკრაინის ომის დასრულება მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი და მზადაა გადაწყვეტისთვის, რომელიც ხანგრძლივ მშვიდობას გამოიწვევს, არა დროებით პაუზას. ორშაბათს, 24 თებერვალს, სამი წელი გავა რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან. ეს ომი დიდხანს გაგრძელდა და რუსეთისა და უკრაინისთვის საშინელი ფასით“, - ნათქვამია მარკო რუბიოს განცხადებაში.

მისი თქმით, გაერო-ს როლი უნდა დაბრუნდეს თავის ფუნდამენტურ დანიშნულებაში, რომელიც ქარტიაშია დაფიქსირებული და საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებას, მათ შორის, დავების მშვიდობიანი გზით მოგვარებას ითვალისწინებს.

„აშშ-მა გაერო-ში მარტივი და ისტორიული რეზოლუცია წარადგინა და წევრ სახელმწიფოებს ვთხოვთ, რომ მხარი დაუჭირონ მშვიდობისკენ მიმავალ გზას. ამ რეზოლუციის მხარდაჭერით ვადასტურებთ, რომ ეს კონფლიქტი საშინელებაა და გაერო-ს შეუძლია თავისი წვლილი შეიტანოს მის დასრულებაში“, - აღნიშნულია განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics