|
2025-02-21 14:07:07, 451 ნახვა
მსოფლიო
აშშ-მა და რუსეთმა ჟენევაში არაფორმალური დისკუსიები გამართეს-Reuters
აშშ-ისა და რუსეთის წარმომადგენლები ბოლო თვეებში არაოფიციალურ დისკუსიებს მართავდნენ შვეიცარიაში, სადაც მათი მსჯელობის ძირითად თემა იყო უკრაინაში მიმდინარე ომი. ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი წერს საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით. სააგენტოს ინფორმატორთა ცნობით, მხარეები ამ დისკუსიას განიხილავდნენ, როგორც დამატებით არხს იმ კავშირისთვის, რომელიც გასული წლის ნოემბერში გამართულ არჩევნებში რესპუბლიკელი დონალდ ტრამპის გამარჯვების შემდეგ ჩამოყალიბდა. შეხვედრის მონაწილეთა შორის, როგორც ამტკიცებენ, შედიოდნენ ყოფილი დიპლომატები და უსაფრთხოების სფეროს წარმომადგენლები, მაგრამ არც ერთ არ ჰქონდა რაიმე ოფიციალური თანამდებობა და ბუნდოვანი, იმართებოდა, თუ არა ეს შეხვედრების ორი ქვეყნის ხელისუფლებების დავალებით. შვეიცარიაში გამართული შეხვედრების მონაწილეთა ვინაობა არ სახელდება. წყაროებისთვის უცნობია ასევე, იღებდნენ თუ არა ამ დისკუსიებში მონაწილეობას უკრაინის წარმომადგენლები. სააგენტო წერს, რომ ტრამპის მცირერიცხოვანმა მრჩევლებმა იცოდნენ ამ შეხვედრების შესახებ. მაგრამ მასალაში არაფერია ნათქვამი იმაზე, იცოდა თუ არა თავად ტრამპმა ჟენევის შეხვედრების შესახებ. მსგავსი ბოლო შეხვედრა, სავარაუდოდ, გასულ კვირაში გაიმართა და იგი დაემთხვა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციას. სააგენტო Reuters-ი მკითხველს შეახსენებს, რომ მსგავსის არაფორმალური შეხვედრები აშშ-ისა და რუსეთის წარმომადგენლებს შორის უკრაინაში მიმდინარე ომის დასრულების საკითხებზე, 2023-2024 წლებში, აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევების ჩატარებამდე, გაიმართა. იმ შეხვედრებს, როგორც ამტკიცებენ, არავითარი შედეგი არ მოჰყოლია.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)