23:01 - 27 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-21 11:47:04, 717 ნახვა

პოლიტიკა
თინა ბოკუჩავა - შევხვდით ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს, რომელსაც კარგად ესმის, რამდენად მნიშვნელოვანია არაღიარების პოლიტიკის შენარჩუნება

„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა და პარტიის ლიდერი გიგი წერეთელი ვენაში, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის წლიური სესიისთვის მოსამზადებელ სხდომას ესწრებიან.

პარტიის ლიდერების ვენაში ვიზიტის შესახებ ინფორმაციას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახური ავრცელებს.

მათი ცნობით, ვიზიტის ფარგლებში, პარტიის ლიდერები ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს, პია კაუმას, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე პრეზიდენტს და სპეციალური წარმომადგენელს კავკასიის საკითხებში ლუიშ გრაკას შეხვდნენ.

როგორც თინა ბოკუჩავამ შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, პარტნიორებს ძალიან კარგად ესმით, თუ რა მნიშვნელობისაა „ქართული ოცნების“ არ აღიარების პოლიტიკის შენარჩუნება.

„დღეს შევხვდით ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს ისევე, როგორც მისი კაბინეტის წარმომადგენლებს, ასევე სპეციალურ წარმომადგენელს კავკასიაში, რომლებმაც ცოტახნის წინ გააუქმეს ვიზიტი საქართველოში იმისთვის, რომ ივანიშვილის რეჟიმს არ გამოეყენებინა მათი ვიზიტი ლეგიტიმაციისთვის. მათ ძალიან კარგად ესმით, თუ რამდენად მნიშვნელოვანია არაღიარების პოლიტიკის შენარჩუნება და ასევე ის, რომ ერთადერთი გამოსავალი დღევანდელი პოლიტიკური კრიზისიდან არის ახალი, თავისუფალი, სამართლიანი საპარლამენტო არჩევნები, რომელიც ჩატარდება ნეიტრალური საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში, ასევე პოლიტპატიმრების გათავისუფლება და დამნაშავეების დასჯა, რომლებიც ძალადობენ საქართველოს მოქალაქეებზე“,- განაცხადა თინა ბოკუჩავამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მოსკოვს პუტინის მონაწილეობით გამართული სამიტის დღეს შეუტიეს
დიდი ბრიტანეთი ევროკავშირთან თავისუფალი გადაადგილების შესაძლო აღდგენაზე საუბრობს
Anchorსოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობისა და ტექნოლოგიების უმსხვილესი საერთაშორისო გამოფენა თბილისში
მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გამოვლინდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics