02:12 - 06 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-16 15:55:58, 416 ნახვა

საზოგადოება
განათლების საერთაშორისო ცენტრი 115 სტუდენტის დასაფინანსებლად განაცხადების მიღებას 20 მარტს იწყებს

განათლების საერთაშორისო ცენტრი 2015-2016 სასწავლო წლისთვის 115 სტუდენტის დაფინანსებას გეგმავს.  
მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, საზღვარგარეთ სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე და საჯარო დაწესებულებაში დასაქმებულ პირთათვის კვალიფიკაციის ამაღლებისა და  გადამზადების პროგრამებზე სწავლის გაგრძელების მსურველთა განაცხადების მიღებას ცენტრი 20 მარტიდან  დაიწყებს, რაც 15 მაისის ჩათვლით გაგრძელდება.
დაფინანსების მოპოვების მსურველებს პროგრამაში რეგისტრაცია და დამატებითი დეტალების შესახებ ინფორმაციის მიღება შეუძლიათ განათლების საერთაშორისო ცენტრის ვებგვერდზე iec.gov.ge.
განათლების საერთაშორისო ცენტრი, რომელიც სხვადასხვა საკონკურსო პროგრამების საშუალებით აშშ-ის, ევროპის და აზიის წამყვან უნივერსიტეტებში საქართველოს მოქალაქეებისათვის სწავლის დაფინანსებას უზრუნველყოფს, კონკურსს წელიწადში ორჯერ აცხადებს.
2015-2016 სასწავლო წლისთვის პირველი კონკურსი 2014 წლის 3 ნოემბრიდან 19 დეკემბრის ჩათვლით ჩატარდა, რომლის შედეგადაც 10 კონკურსანტის სწავლა დაფინანსდა.
განათლების საერთაშორისო ცენტრში ამ ეტაპზე ხორციელდება  საერთაშორისო სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამა, რომელიც უცხოეთის უნივერსიტეტების სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე სწავლის კონკურსის წესით დაფინანსებას გულისხმობს; ასევე, ცენტრი ახორციელებს საჯარო დაწესებულებაში დასაქმებულ პირთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და  გადამზადების პროგრამას, რომელიც, საჯარო სამსახურის მაღალკვალიფიციური კადრებით უზრუნველყოფის მიზნით, კონკურსის წესით საჯარო დაწესებულებაში დასაქმებულ პირთათვის კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსებისა და გადამზადების პროგრამების დაფინანსებას ითვალისწინებს.
უახლოს მომავალში უნივერსიტეტების კონსორციუმის პროგრამის დამტკიცება იგეგმება, რაც ქართველ სტუდენტებს საშუალებას მისცემს, ხელსაყრელი პირობებით მიიღონ უცხოური განათლება მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში.
განათლების საერთაშორისო ცენტრმა, რომელიც 2014 წელს შეიქმნა, უცხოეთის წამყვან უნივერსიტეტებში 88 ქართველი სტუდენტის სწავლა უკვე დააფინანსა. ცენტრის საქმიანობის შესახებ მუდმივ რეჟიმში იღებს ინფორმაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრი. ირაკლი ღარიბაშვილი მიიჩნევს, რომ ქვეყანას სჭირდება კვალიფიციური კადრები, რომლებსაც საერთაშორისო სტანდატების შესაბამისი ცოდნა და უნარ-ჩვევები ექნებათ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპი ირანს - გახსენით ორმუზის სრუტე, გიჟო ნაძირლებო, თორემ იცხოვრებთ ჯოჯოხეთში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
პაპ ლეო XIV-ის სააღდგომო ქადაგება: მშვიდობა დიალოგის გზით და არა ძალდატანებით
მეუფე იაკობი: აბსოლუტურად ყველა გვერიდოს, ღმერთთან სხვა ძალებს არ ჩავრევთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics