12:24 - 24 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-09 15:13:12, 583 ნახვა

საზოგადოება
თიბისი გალერეაში ლექსიკოგრაფიის კონკურსის გამარჯვებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

თიბისი გალერეაში პროექტის #წერექართლად ფარგლებში ჩატარებული ლექსიკოგრაფიის კონკურსის გამარჯვებული მოსწავლეების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.

კონკურსის 5 გამარჯვებული მოსწავლე: სალომე ლაშხი (I ადგილი) თათია გოჩაშვილი (II ადგილი), გიორგი გოგიძე (III ადგილი), ანა ჯანიაშვილი (IV ადგილი) და ნინო ახმეტელი  (IV ადგილი) ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერისიტეტის ლექსიკოგრაფიის ცენტრმა დააჯილდოვა უვადო ხელმოწერით დიდ  ინგლისურ-ქართულ ონლაინ-ლექსიკონზე (www.dict.ge). გამარჯვებულმა მოსწავლეებმა თიბისი ბანკისგან მიიღეს პრიზები, ხოლო  ელექტრონული წიგნების სახლმა „საბა" მათ საჩუქრად 50 ელექტრონული წიგნი გადასცა. კონკურსის მეორე ტურის მონაწილე ოცდახუთი მოსწავლე ერთწლიანი ხელმოწერით დაჯილდოვდა დიდ ინგლისურ-ქართულ ონალინ-ლექსიკონზე.

თიბისი ბანკის პროექტის, #წერექართულად მხარდასაჭერად თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექსიკოგრაფიულმა  ცენტრმა  და თბილისის 24-ე საჯარო სკოლამ ლექსიკოგრაფიის კონკურსი 2015  წლის ნოემბერში  წამოიწყო და ის ორ ეტაპად ჩატარდა.  კონკურსი საპილოტე იყო და ის დიდი ინგლისურ-ქართული ონლაინ-ლექსიკონის გამოყენებით (www.dict.ge) ინგლისური წინადადებებისა და მცირე ზომის ტექსტების  ქართულად თარგმნას ითვალისწინებდა.

პროექტში 24-ე საჯარო სკოლის მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა.  80 მონაწილიდან მეორე ტურში 30 მოსწავლე გადავიდა, ფინალში კი მათგან 5 საუკეთესო შეირჩა.

ლექსიკოგრაფიის კონკურსის მიზანს  ინგლისურ-ქართული ლექსიკონების პოპულარიზაცია, ბარბარიზმების წინააღმდეგ ბრძოლა და ახალგაზრდებში ქართული ენის მდიდარი ლექსიკური შესაძლებლობების წარმოჩენა წარმოადგენდა.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექსიკოგრაფიული ცენტრი პროექტის განხორციელებას  მომავალშიც გეგმავს და მასში მონაწილეობის მიღებას უკვე საქართველოს მასშტაბით არსებული სხვა სკოლების მოსწავლეებიც შეძლებენ.

 

(R)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გამოკითხულ ამერიკელთა აბსოლუტური უმრავლესობა — 66% პირდაპირ თანაუგრძნობს და მხარს უჭერს უკრაინას რუსეთთან ომში ხოლო ამომრჩეველთა 65% უკრაინას აშშ-ის მოკავშირედ ან მეგობრად მიიჩნევს
ილონ მასკმა უკრაინული და ამერიკული ელიტები ომის გზით გამდიდრებაში დაადანაშაულა
საფრანგეთმა ახალი საპროტესტო აქციების წინ 70 000 ძალოვანის მობილიზება განახორციელა
რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიასთან დაკავშირებულმა კომპანიებმა წარმოების ჩინეთში გადატანა დაიწყეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics