02:58 - 13 Apr, 2026
|
2025-02-20 15:04:22, 337 ნახვა
მსოფლიო
ჩეხეთის სავაჭრო ცენტრში დანით შეიარაღებულმა პირმა ორი ქალი მოკლა
ჩეხეთის ქალაქ ჰრადეც-კრალოვეში, რომელიც პრაღიდან აღმოსავლეთით დაახლოებით 100 კილომეტრში მდებარეობს, ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში დანით თავდასხმის შედეგად ორი ქალი დაიღუპა. პოლიციის ცნობით, ეჭვმიტანილი ადგილზევე დააკავეს. თავდაპირველად, პოლიციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ თავდასხმის შედეგად ორი ქალი დაშავდა, ერთ-ერთი მათგანი კი მძიმე მდგომარეობაში იმყოფებოდა, თუმცა მოგვიანებით დადასტურდა, რომ ორივე ქალი გარდაიცვალა. დაღუპულთა ვინაობა არ საჯაროვდება. პოლიციის ინფორმაციით, ეჭვმიტანილი ჩეხეთის 16 წლის მოქალაქეა. ის სამართალდამცველებმა თავდასხმიდან დაახლოებით 10 წუთში, ადგილიდან 1 კილომეტრის დაშორებით დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის მახლობლად ასევე აღმოაჩინა დანა, რომლითაც მკვლელმა სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა ორ ქალს.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)