16:30 - 20 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-20 12:55:59, 322 ნახვა

პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილი - დონალდ ტრამპი ამბობდა, რომ სააკაშვილი არის ნამდვილი ხატება, მისაბაძი მთელი მსოფლიოსთვის

2011-2012 წლებში დონალდ ტრამპი ამბობდა საქართველოსა და ჩემზე, რომ სააკაშვილი არის ნამდვილი ხატება, მთელი მსოფლიოსთვის მისაბაძი და მსოფლიოში ნომერ პირველი მებრძოლი კორუფციასთან, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა დღევანდელ სასამართლო პროცესზე დისტანციურად ჩართვისას განაცხადა.

სააკაშვილის თქმით, ამას ამბობდა ამერიკის დღევანდელი პრეზიდენტი, რომელიც არ იცვლის ხოლმე შეხედულებებს.

„გავიხსენოთ დონალდ ტრამპი რას ამბობდა ჩემი პრეზიდენტობის დროს საქართველოსა და ჩემზე 2011-2012 წლებში. ის ამბობდა, რომ სააკაშვილი არის ნამდვილი ხატება, მთელი მსოფლიოსთვის მისაბაძი, სააკაშვილი არის მსოფლიოში ნომერ პირველი მებრძოლი კორუფციასთან და საქართველო არის ნომერ პირველი ეკონომიკური რეფორმატორი. დონალდ ტრამპი ხუმრობდა – კარგია, რომ სააკაშვილს არ შეუძლია კენჭისყრა ამერიკაში პრეზიდენტად, თორემ მე კონკურენცია შემექმნებოდაო. რა თქმა უნდა, ეს ხუმრობა იყო, მაგრამ ამას ამბობდა ამერიკის დღევანდელი პრეზიდენტი, რომელიც არ იცვლის ხოლმე შეხედულებებს.

ამას ამბობდნენ ესენი და ერთი ნაწილი ცდილობს, სწორედ იმისთვის ჩემს დასჯას, რაზეც მაქებდა ტრამპი, ხოლო მეორე ნაწილი ცდილობს, ამის მიჩუმათებას. არც ერთი გამოგივათ და არც მეორე. თქვენ შეგიძლიათ, ფიზიკურად გააგრძელოთ ჩემი განადგურება, მაგრამ ვერ შეძლებთ ჩემი სულის გატეხვას, ვიბრძოლებ ამ რეჟიმის ბოლომდე, ვიბრძოლებ გამარჯვებამდე, საქართველოს გათავისუფლებამდე. დღეს დგას საქართველოს გათავისუფლების საკითხი, საქართველოს სჭირდება ეროვნულ-გამათავისუფლებელი მოძრაობა. ის უკვე შექმნილია, ძალიან საამაყო ახალგაზრდებს ძალიან მაგარი იდეები აქვთ“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კალაძე: სწორად მიგაჩნიათ, სახელმწიფომ დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვებისთვის შეიძინოს პრეპარატი, რომელზეც თავად მწარმოებელი ვერ იღებს პასუხისმგებლობას?
სუს-მა ბათუმში ტერორისტული ორგანიზაციის ორი წევრი დააკავა
კალაძე ცოტნე ივანიშვილის მოწოდების მიუხედავად ოპონენტებს მოღალატეებს ეძახის
საია-მ 2024 წლის აქციების დროს მომხდარ წამების შემთხვევებზე სტრასბურგს საჩივარი წარუდგინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics