16:30 - 20 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-19 23:35:44, 640 ნახვა

პოლიტიკა
ზურაბიშვილი - გვაქვს რუსული რეჟიმი, აღარ გვყავს სახელმწიფო- ამას 25 თებერვალს გავაპროტესტებთ იმედია ყველა გამოვა

გვაქვს რუსული რეჟიმი, აღარ გვყავს სახელმწიფო - ამას გავაპროტესტებთ 25 თებერვალს, იმედი მაქვს, 25 თებერვალს აქციაზე ყველა გამოვა - თქვა საქართველოს მე-5 პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა "ფორმულასთან" ინტერვიუში.

"რეალურად, ხელი აიღეს ყველა სახელმწიფო ფუნქციაზე. სახელმწიფო ხომ ჩამოშალეს იმ მხრივ, რომ არც ერთი ინსტიტუტი დღეს აღარ არის, ვერ ჩაითვლება როგორც სახელმწიფოებრივი სტრუქტურა ან ინსტიტუტი, ყველა არის მხოლოდ პარტიის რაღაც ქვედანაყოფი, თუ არა ბიძინას რაღაც ხელქვეითი. ასე რომ, სახელმწიფოც ჩამოშალეს და ამავე დროს, უარს ამბობენ ყოველდღიურად სახელმწიფო ვალდებულებებზე, რაც არის ის, რომ მოქალაქე უნდა დაიცვა, პრევენცია, ჯანდაცვა, კულტურა.

საშინელება ხდება ყველა მიმართულებით, იმიტომ რომ სახელმწიფო როცა აღარ არის, როცა აღარ იცავს თავის მოქალაქეს - ყოველ დღე, როცა აცხადებენ, რომ მოიტაცეს კიდევ ერთი თუ კიდევ ორი, რამე რეაგირება არის? რუსეთის თვითმფრინავი სოხუმის აეროპორტში - რეაგირება არაა. საგარეო სამინისტრო, როგორც მეუბნებიან შიგნიდან, აღარ მუშაობს ფაქტობრივად. არც ერთი სამინისტრო არ მუშაობს, აღარ გვაქვს სახელმწიფო და ეს არის რეალობა. ეს ცხადია, ყველა მოქალაქეს ეხება და ყველა მოქალაქეს ექნება ამაზე რეაქცია.

ეს არის ის, რაც კვებავს ამ პროტესტს. რუსული რეჟიმი გვაქვს და სახელმწიფო აღარ გვყავს, ეს არის ის, რასაც ვაპროტესტებთ და რასაც ძალიან ძლიერად, ყველანი ერთად გავაპროტესტებთ 25 თებერვალს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დღე. ბოლომდე - ამბობენ ადამიანები ქუჩაში და მართლაც რომ, ბოლომდე, მეც მეხება ეს, არ დავუშვათ არც ერთ შემთხვევაში ის, რომ ახალი 25 თებერვალი დადგეს ამ ქვეყანაში, ამიტომ, მგონი, თუ ვინმე არ გამოდის და მეც არ გავდივარ პროტესტში ყოველ დღე, იმიტომ რომ ვთვლი, არ შეიძლება მე გავხდე აქტივისტი, 25 თებერვალს უთუოდ, უთუოდ ყველა [უნდა გავიდეს რუსთაველზე], ვინც თვლის, რომ საქართველო არ შეიძლება გახდეს რუსეთის ახალი საოკუპაციო ველი. - განაცხადა ზურაბიშვილმა





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კალაძე: სწორად მიგაჩნიათ, სახელმწიფომ დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვებისთვის შეიძინოს პრეპარატი, რომელზეც თავად მწარმოებელი ვერ იღებს პასუხისმგებლობას?
სუს-მა ბათუმში ტერორისტული ორგანიზაციის ორი წევრი დააკავა
კალაძე ცოტნე ივანიშვილის მოწოდების მიუხედავად ოპონენტებს მოღალატეებს ეძახის
საია-მ 2024 წლის აქციების დროს მომხდარ წამების შემთხვევებზე სტრასბურგს საჩივარი წარუდგინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics