15:52 - 20 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-19 18:29:59, 389 ნახვა

პოლიტიკა
თინა ბოკუჩავა - არავინ მონაწილეობას არ მიიღებს თეა წულუკიანის რუსულ კომისიაში

საქართველოს მე-5 პრეზიდენტთან გამართულ შეხვედრაზე, პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავა საუბრობს. როგორც ბოკუჩავამ აღნიშნა ძირითადად საუბარი მიუნხენში ვიზიტს ეხებოდა. მისივე თქმით შეხვედრაზე საგამოძიებოკომისიაზეც ისაუბრეს და საერთო ოპოზიციურ ფორმატში მიიღეს გადაწყვეტილება, რომ არ მიიღებენ მონაწილეობას.

„როგორც აღვნიშნე, შეხვედრა უმეტესწილად ეხებოდა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ვიზიტს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე, სადაც ივანიშვილის რუსული რეჟიმის საერთაშორისო იზოლაციის პირობებში, არალეგიტიმური ხელისუფლების არცერთი წარმომადგენელი არ იყო. იქ საუბარი იყო ახალი არჩევნების მნიშვნელობაზე, პოლიტპატიმრების გათავისუფლებაზე, როგორც ერთადერთი გზა ამ პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლის.

ერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელიც მივიღეთ დღევანდელ შეხვედრაზე, საერთო ოპოზიციურ ფორმატში არის ის, რომ არავინ მონაწილეობას არ მიიღებს თეა წულუკიანის რუსულ კომისიაში. ყველას გვესმის, რომ ეს რუსული კომისია ემსახურება საქართველოს უახლესი ისტორიის რუსულად გადაწერის მცდელობას და არის მიმართული საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ.“- განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ცნობისთვის, „ქართულმა ოცნებამ“  „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების საქმიანობის შესწავლა დაიწყო.  სწორედ საგამოძებო კომისიის ფარგლებში იგეგმება, რომ პარასკევს პარლამენტში ზურაბ ჭიაბერაშვილი, ლევან გაჩეჩილაძე და ნათია მოგველაძე დაიბარონ.  





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საია-მ 2024 წლის აქციების დროს მომხდარ წამების შემთხვევებზე სტრასბურგს საჩივარი წარუდგინა
რეჟმის წარმომადგენელი პაპუაშვილი 26 მაისს საპროტესტო აქციის მონაწილეებს ემუქრება
ლაშა ფარულავა - ქვეყანაში დემოკრატიული წესწყობილების გაუქმება მიმდინარეობს
პაპუაშვილი ტრამპ თაუერზე: წაახალისებს ინვესტიციებს, ბაზარზე შემოიტანს ახალ სტანდარტს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics