04:25 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-19 16:48:16, 454 ნახვა

მსოფლიო
მედია - აშშ-მა რუსეთში ელჩად შესაძლოა, რიჩარდ ნორლანდი დანიშნოს

აშშ-მა რუსეთში ელჩად შესაძლოა, რიჩარდ ნორლანდი დანიშნოს, რომელიც წარსულში საქართველოში აშშ-ის ელჩად მსახურობდა.

ამის შესახებ ინფორმაციას რუსული გამოცემა „კომერსანტი“ ავრცელებს. მედიასაშუალების ცნობით, შესაძლოა, ნორლანდმა რუსეთში აშშ-ის დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელის თანამდებობაზე ლინ თრეისი შეცვალოს.

„კომერსანტის“ ცნობით, რიჩარდ ნორლანდის კანდიდატურა რუსეთში ელჩის თანამდებობაზე ჯერ კიდევ ბაიდენის ადმინისტრაციამ წარადგინა. 69 წლის რიჩარდ ნორლანდი ამჟამად ლიბიაში აშშ-ის სპეციალურ წარმომადგენლად მუშაობს. აღნიშნულ თანამდებობაზე ის დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის პირველი ვადის დროს, 2019 წელს დაინიშნა. ის საქართველოში ელჩად 2012 წლის სექტემბრიდან 2015 წლის ივლისამდე მსახურობდა. ასევე ხელმძღვანელობდა საელჩოებს ლიბიასა და უზბეკეთში, იყო აშშ-ის ელჩის მოადგილე ავღანეთსა და ლატვიაში.

ამასთან, როგორც „კომერსანტი“ წერს, რუსეთიდან აშშ-ში ელჩის თანამდებობაზე განიხილება ალექსანდრ დარჩევი, რომელიც რუსეთის საგარეო უწყებაში ჩრდილოეთ ამერიკის დეპარტამენტს ხელმძღვანელობს და კანადაში რუსეთის ყოფილი ელჩია.

ერ-რიადში 18 თებერვალს გამართული რუსულ-ამერიკული მოლაპარაკებების შემდეგ აშშ და რუსეთი შეთანხმდნენ მოსკოვსა და ვაშინგტონში საელჩოებში თანამშრომელთა რაოდენობის აღდგენაზე. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, რუსეთი და აშშ შეთანხმდნენ მოსკოვსა და ვაშინგტონში ელჩების სწრაფი დანიშვნის უზრუნველყოფაზე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics