|
2025-02-19 14:19:06, 1027 ნახვა
ომი უკრაინაში
„პოლიტიკო“ - ევროკავშირი უკრაინისთვის ექვსი მილიარდი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარებას ამზადებს
ევროკავშირის ქვეყნები უკრაინისთვის სამხედრო დახმარების პაკეტს ამზადებენ, რომელიც ერთ-ერთი უმსხვილესი იქნება რუსეთის მიერ ქვეყანაში ფართომასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ. „პოლიტიკოს“ ცნობით, რომელიც სამ ევროპელ დიპლომატს ეყრდნობა, მოსალოდნელია, რომ, სულ მცირე, ექვსი მილიარდი ევროს ოდენობის დახმარების დეტალები საზოგადოებას წარედგინება ევროკომისიის წევრების კიევში ვიზიტის ფონზე, რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წამოწყებული ომის წლისთავზე. წყაროების თანახმად, პაკეტი მოიცავს ყველაფერს – 1.5 მილიონი საარტილერიო ჭურვიდან დაწყებული, საჰაერო თავდაცვის სისტემებით დასრულებული. „ექვსი მილიარდი ევრო არის დახმარების მინიმალური თანხა, რომელიც შეიძლება, გაიზარდოს 10 მილიარდამდე და მეტადაც”, – წერს „პოლიტიკო.“ მოსალოდნელია, რომ სამხედრო მხარდაჭერის გაზრდა დაეხმარება უკრაინას, გააძლიეროს ჯარი, შეაკავოს რუსეთის თავდასხმები ფრონტის ხაზზე და დაიცვას უკრაინული ქალაქები საჰაერო თავდასხმებისგან იმ ფონზე, როცა კიევი სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის ემზადება. „ამან შეიძლება, გააძლიეროს არგუმენტები მოლაპარაკებების პროცესში ევროკავშირის ჩართვის სასარგებლოდ”, – წერს „პოლიტიკო.“
ყოფილმა პრემიერმა ციხიდან გავრცელებულ წერილში ხელისუფლება შანტაჟში დაადაშაულა
პროკურატურა 4 ოქტომბრის საქმეზე გიორგი კირვალიძის საპროცესო შეთანხმების გაუქმებას ითხოვს
საქართველოს კინოცენტრი: ლოკარნოს კინოფესტივალზე ფილმი „ცრემლსადენი გაზი“ არ დაგვიბლოკავს
ახალი სასკოლო ფორმების გაყიდვა საქართველოში 1 სექტემბერს დაიწყება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)