|
2025-02-19 13:42:24, 406 ნახვა
მსოფლიო
უკრაინამ და მოლდოვამ EU-ში გაწევრიანებაზე თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი
უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი. შეთანხმების მიხედვით, რომელსაც მოლდოვისა და უკრაინის პრემიერმინისტრის მოადგილეები აწერენ ხელს, მოიცავს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში თანამშრომლობას ისეთ სფეროებში, როგორიცაა გაფართოების შესახებ მოლაპარაკებები, კანონმდებლობების ჰარმონიზება, სასამართლო რეფორმა და ფინანსური მხარდაჭერა. მემორანდუმი ასევე ხელს უწყობს დემოკრატიული მმართველობის, ეკონომიკური რეფორმებისა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ ცოდნასა და გამოცდილების გაზიარებას. "გლობალური ტურბულენტურობის მიუხედავად, ევროპული ინტეგრაცია რჩება ჩვენი ქვეყნების უცვლელ მიზნად და ჩვენ მზად ვართ, ამ გზაზე ერთად ვიაროთ" – ამბობს უკრაინის პრემიერმინისტრის მოადგილე, ოლგა სტეფანიშინა. მემორანდუმის ფარგლებში მხარეები შექმნიან სამოქმედო გეგმას, რაც მოიცავს სხვადასხვა ინიციატივების გატარებას ერთობლივი შეხვედრებითა და სამუშაო ჯგუფებით.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)