|
2025-02-19 12:47:28, 324 ნახვა
პოლიტიკა
გია ვოლსკი - საუბარი უნდა იყოს იმაზე, ადამიანმა რა დააშავა და არა იმაზე, რა პროფესიისაა
გარჩევა როგორ ხდება იცით? - სად აღმოჩნდება - სასაფლაოზე, სადაც კლავენ, როგორც თქვენები კლავდნენ თუ აღმოჩნდება დაკავების ადგილას, სადაც გამოძიების შესაბამისი პროცედურები მიმდინარეობს - ამით უნდა გაარჩიოთ ვინ და როგორ დააკავა, - ასე უპასუხა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ჟურნალისტის დასმულ კითხვას, რომელიც სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული პირების მიერ „ტვ პირველის“ ოპერატორის დაკავებას შეეხებოდა. მისი თქმით, თუ ფორმასთან დაკავშირებით რაიმე პრეტენზიები არსებობს, ეს ცალკე საკითხია და არსებობს ამისი სტრუქტურები, სადაც გაარჩევენ. „გარჩევა როგორ ხდება იცით? - სად აღმოჩნდება - სასაფლაოზე, სადაც კლავენ, როგორც „თქვენები“ კლავდნენ თუ აღმოჩნდება დაკავების ადგილას, სადაც გამოძიების შესაბამისი პროცედურები მიმდინარეობს. ამით უნდა გაარჩიოთ, ვინ და როგორ დააკავა. ფორმასთან დაკავშირებით რაიმე პრეტენზიები თუ არსებობს, ეს ცალკე საკითხია - არსებობს ამისი სტრუქტურები, სადაც გაარჩევენ, მაგრამ რეალურად, ადამიანმა რა დააშავა, იმაზეა საუბარი და არა იმაზე, რა პროფესიის არის. პროფესია შეიძლება იყოს სპორტსმენი და შეიძლება „ტვ პირველის“ ჟურნალისტი - ამას მნიშვნელობა არ აქვს. დააშავა? - პასუხი უნდა აგოს. თუ არ დაუშავებია, რასაკვირველია, მტკიცებულებათა გარკვეული ნაკრები უნდა არსებობდეს, რაც მისი ბრალეულობის დამადასტურებელი იქნება. წინააღმდეგ შემთხვევაში უკანონობა იქნება ასეთი ნაბიჯი. მაგრამ, როცა მეკითხებით, როგორ უნდა გაარჩიოთ - გეუბნებით, როცა თქვენი პოლიტიკური „ლიდერშიფის“ წარმომადგენლები ადამიანს აკავებდნენ კი არა, პირდაპირ უნიღბოდ იჭერდნენ, სასაფლაოზე მიჰყავდათ და კლავდნენ - ამით უნდა გაარჩიოთ ისინი პოლიციას და კანონს ემსახურებოდნენ თუ კონკრეტულ ინტერესს და იმ სადისტურ სისტემას, რომელიც თქვენმა პოლიტიკურმა ლიდერებმა შექმნეს. ამით არის მთავარი გასარჩევი ნიშნები“, - განაცხადა ვოლსკიმ. შეგახსენებთ, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, „ტვ პირველის“ ახალი ამბების ოპერატორი, ლაშა ჯიოშვილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსით დააკავეს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, ლაშა ჯიოშვილი დაკავებულია 173-ე მუხლით, რაც გულისხმობს პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას. მანამდე, სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“ გავრცელდა კადრებიც, სადაც ჩანს, როგორ სვამს რამდენიმე პირი ერთ ადამიანს მანქანაში და ისმის ხმა: „ოპერატორი ვარ, ლაშა ჯიოშვილი“. ამასთან, „ტვ პირველის“ იურისტის თორნიკე მიგინეიშვილის ინფორმაციით, ახალი ამბების ოპერატორს, ლაშა ჯიოშვილს დაკავებისას არაპროპორციული ძალის გამოყენების გამო მარცხენა ხელზე სისხლჩაქცევა აქვს.
კონგრესმენები ტრამპის ადმინისტრაციას მიმართავენ თხოვნით, საქართველოში რუსულ-ჩინური აგენტურის მოქმედება შეისწავლონ
თიბისის მხარდაჭერით, სამშენებლო მასალების საერთაშორისო გამოფენის - Caucasus Build - ფარგლებში კონფერენცია გაიმართა
2025 წლის მხოლოდ 11 თვის მონაცემით, 436 არასრულწლოვანი ორსული დარეგისტრირდა - ომბუდსმენი
რეგისტრირებულ წამალზე იმის საუბარი, ბავშვებს ხომ არ დააზიანებს, აბსურდულია - გვიშიანი
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ვმობ ძალადობას… დებატები „ქოცი, რუსი, აკაცუკი, ნაცის“ ძახილით არ უნდა სრულდებოდეს - ცოტნე ივანიშვილი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)