|
2025-02-19 11:59:17, 390 ნახვა
მსოფლიო
ემანუელ მაკრონი - საფრანგეთი უკრაინაში სახმელეთო ჯარის გაგზავნას არ გეგმავს
საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს „შეუძლია ვლადიმერ პუტინთან სასარგებლო დიალოგი აღადგინოს“. ამის შესახებ ემანუელ მაკრონმა ერ-რიადში რუსეთისა და შეერთებული შტატების საგარეო უწყების ხელმძღვანელების მოლაპარაკების შეფასებისას განაცხადა. ემანუელ მაკრონის განცხადებით, აშშ-ის პრეზიდენტი იყენებს „ძალიან მკაცრ სიტყვებს“ და ქმნის „გაურკვევლობას“, რომელსაც „შეუძლია დაეხმაროს ზეწოლას“. ამასთან, საფრანგეთის პრეზიდენტმა მხარი დაუჭირა უკრაინაში ევროპული ჯარების გაგზავნის იდეას, თუმცა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს შესაძლებელია მხოლოდ ძალიან შეზღუდული რაოდენობით მოხდეს და კონფლიქტის ზონებიდან მოშორებით. ემანუელ მაკრონმა აღნიშნა, რომ პარიზი უკრაინის ფრონტის ხაზზე „სახმელეთო ჯარების გასაგზავნად არ ემზადება“. თუმცა, როგორც ემანუელ მაკრონმა თქვა, საფრანგეთი დიდ ბრიტანეთთან ერთად „კონფლიქტის ნებისმიერი ზონის მიღმა სამხედრო ექსპერტების ან თუნდაც შეზღუდული რაოდენობით ჯარების გაგზავნას განიხილავს“. საფრანგეთის პრეზიდენტის აზრით, ასეთი ნაბიჯი „შთააგონებს უკრაინელებს“. „ეს არის ის, რაზეც ვფიქრობთ ბრიტანელებთან ერთად“, – აღნიშნა მაკრონმა. ამავდროულად, საფრანგეთის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ აშშ-ის მხარდაჭერა აუცილებელია კიევისთვის უსაფრთხოების მომავალი გარანტიებისთვის. „იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთი ბირთვული პოტენციალის მქონე სახელმწიფოა, ევროპელი პარტნიორებისთვის ეს გადამწყვეტი მომენტია“, – განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა. შეგახსენებთ, 18 თებერვალს ერ-რიადში გამართული მოლაპარაკებები ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში აშშ-სა და რუსეთს შორის მაღალი დონის პირველი შეხვედრა იყო. მოლაპარაკებებში რუსეთის დელეგაციას საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი და ვლადიმერ პუტინის თანაშემწე იური უშაკოვი წარმოადგენდნენ, ხოლო აშშ-ის დელეგაციას – სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო, თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩეველი მაიკ უოლცი და ახლო აღმოსავლეთში დონალდ ტრამპის წარმომადგენელი სტივ უიტკოფი.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)