00:01 - 28 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-18 18:13:26, 441 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი ვაშაძე - რეჟიმი ცდილობს, რომ ამჯერად კვერცხით შენიღბოს საკუთარი სისუსტე

 „რეჟიმი ცდილობს, რომ ამჯერად კვერცხით შენიღბოს საკუთარი სისუსტე“ - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

ვაშაძის თქმით რეჟიმის სცენარი მარტივია: პროვოკაციებით, ლაჩრობით და კვერცხის სროლით ცდილობენ შენიღბონ საკუთარი სისუსტე, არალეგიტიმურობა, იზოლაცია და ღრმა პოლიტიკური კრიზისი

" დავსვათ კითხვა, რატომ დაესხა თავს ივანიშვილი სალომე ზურაბიშვილს? რისი გადაფარვა სურს ამ ქმედებით?

 პასუხი მარტივია: რეჟიმი ცდილობს, რომ ამჯერად კვერცხით შენიღბოს საკუთარი სისუსტე, რადგან:

 1. არავინ ცნობს "ქართული ოცნებას" საერთაშორისო ასპარეზზე, მათ ლეგიტიმაცია არ აქვთ!

 2. სუსტია, რადგან ამერიკამ, ბრიტანეთმა და ევროკავშირის წევრებმა დაუწესეს სანქციები რეჟიმის წარმომადგენლებს;

 3. სუსტია, რადგან პროტესტი არ ჩერდება და ხალხი ყოველდღე უფრო ხმამაღლა მოითხოვს ცვლილებებს;

 მიუნხენიდანაც მათ არანაირი მოსაწვევი მიუღიათ, სრულ იზოლაციაში არიან და იზოლაციაში მყოფი "ქართული ოცნება" კვერცხის უკან იმალება. კვერცხები ლეგიტიმაციის ნაცვლად - ეს არის მათი არჩევანი!

სალომე ზურაბიშვილი წარმოადგენს ქართველ ხალხს საერთაშორისო ასპარეზზე, ხოლო "ქართულ ოცნებას" კარი ყველგან დახურული აქვს - მათ ლეგიტიმაციას არ ცნობენ!

რეჟიმის სცენარი მარტივია: პროვოკაციებით, ლაჩრობით და კვერცხის სროლით ცდილობენ შენიღბონ საკუთარი სისუსტე, არალეგიტიმურობა, იზოლაცია და ღრმა პოლიტიკური კრიზისი!

 არ ავყვეთ მათ პოლიტიკურ ცრუ დღისწესრიგს! ჩვენი ბრძოლა საქართველოსა და მისი ევროპული მომავლისთვის გრძელდება!" - განაცხადა ვაშაძემ

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მოსკოვს პუტინის მონაწილეობით გამართული სამიტის დღეს შეუტიეს
დიდი ბრიტანეთი ევროკავშირთან თავისუფალი გადაადგილების შესაძლო აღდგენაზე საუბრობს
Anchorსოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობისა და ტექნოლოგიების უმსხვილესი საერთაშორისო გამოფენა თბილისში
მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გამოვლინდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics