18:56 - 20 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-18 11:41:33, 388 ნახვა

პოლიტიკა
სტალინურ სასამართლოში მონაწილეობას არ ვაპირებ – ზურაბ ჭიაბერაშვილი კომისიაზე დაბარებაზე

ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის წევრი, ზურაბ ჭიაბერაშვილი წერს, რომ 21 თებერვალს, ივანიშვილის პარლამენტში, წინა ხელისუფლებისა და მისი პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი კომისიის სხდომაზე მისვლას არ აპირებს.

  1. "რუსულმა რეჟიმმა პირველი დამასახელა სტალინურ სასამართლოზე გამოძახებულთა შორის. პატივია. რეჟიმი იმთავითვე იყო ვარდების რევოლუციის კონტ-რევოლუცია და მისი მიზანი იმთავითვე იყო ისტორიის გადაწერა. როგორც 1921 წლის ოკუპაციამ ვერ წაშალა ჩვენი 3-წლიანი დამოუკიდებლობა, როგორც 1991 წლის სამოქალაქო ომმა ვერ წაშალა სიტყვები "აღსრულდა ნება ქართველის ერისა...", ისე ვერ წაშლის 2012 წლის კონტ-რევოლუცია ვარდების რევოლუციის მონაპოვარს.  
  2. 2013 წელსვე, როდესაც ასევე აბსურდული “ბრალდებით” დამაპატიმრეს და 9 თვე სასამართლოში მატარეს, ვიცოდი, რა ტიპის რეჟიმთან გვქონდა საქმე. მაგრამ, არსად წავსულვარ. არც ახლა ვაპირებ. ჩემ მიმართ ახლანდელ, ასევე აბსურდულ „ბრალდებას“ პასუხი გაეცა 2004 წლის 6 მაისს. და პასუხი გაეცემა ისტორიით, რომელიც ახლა იწერება.
  3. ამ სტალინური სასამართლოს ნიადაგის შექმნაში, სამწუხაროდ, მხოლოდ რეჟიმის პროპაგანდა არაა ჩართული. ყველა “ქოცი=ნაცი” ტიპის მესიჯი, თუნდაც ხუმრობით დაწერილი ფბ-ზე, ასევე ემსახურება რეჟიმის მიერ ისტორიის გადაწერას. სხვა რომ არაფერი მომხდარიყო 2004-2012 წლებში, მხოლოდ აჭარის რუსული მარწუხებისაგან გათავისუფლება და აჭარაზე ქართული სუვერენიტეტის მშვიდობიანი აღდგენა იკმარებდა ვარდების რევოლუციის ღირსებად. “ესენი იმათზე უარესები არიან” და მსგავს შემადარებელ მესიჯებს მიჰყავს ჩვენი ქვეყანა ნეგატივის მორევში უკვე 12 წელია და რეჟიმის პროპაგანდას აცოცხლებს.
  4. სტალინურ სასამართლოში მონაწილეობას არ ვაპირებ. ის, რომ ეს “პარლამენტი” არალეგიტიმურია, იცის ყველამ, შინ და გარეთ და ეს არ არის მთავარი არგუმენტი. არ ვაპირებ სტალინურ სასამართლოში მონაწილეობას იმის გამო, რომ მისი მიზანი ისტორიის გადაწერის მცდელობაა და მიმართულია საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ. ამ მცდელობის მიზანი არაა უბრალოდ რეჟიმის განმტკიცება ანდა ევროპული მომავლის ჩახერგვა. თუ რეჟიმი შენარჩუნდა, საქართველოს დესუვერენიზაცია (სამწუხაროდ, უკვე მომხდარია) და ტერიტორიული მთლიანობის დე იურე რღვევა გარდაუვალია.
  5. სოლიდარობა მზია ამაღლობელსა და თემურ ქათამაძეს, რომლებიც 37-ე და 33-ე დღეა, შიმშილობენ. სოლიდარობა მიხეილ სააკაშვილს, გიორგი ახობაძეს, გიორგი ოკმელაშვილს, ზვიად ცეცხლაძეს, ანდრო ჭიჭინაძესა და რეჟიმის ყველა პოლიტპატიმარს. როდესაც აღარ მოგვერიდება პოლიტპატიმრების პოლიტიკური სიმპათია/ანტიპათიის მიხედვით დახარისხება და საჯაროდ ხსენება, მაშინ ვიქნებით საკმარის მორალურ სიმაღლეზე, რომ რეჟიმი ჩვენს ფეხებთან დაიმსხვრეს.

ძალა ერთობაშია! დიდება თავისუფლებას! საქართველო გაიმარჯვებს!"- წერს ჭიაბერაშვილი facebook-ზე.

თეა წულუკიანის თქმით, 21 თებერვალს, წინა ხელისუფლებისა და მისი პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელ კომისიაზე ზურაბ ჭიაბერაშვილს იბარებენ. წულუკიანი ამბობს, რომ სხდომის ძირითადი თემა 2003-2012 წლების პერიოდში საქართველოში ჩატარებული არჩევნები იქნება.

ზურაბ ჭიაბერაშვილი 2004 წელს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე იყო.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
Tegeta Comfort - დაზოგე დრო და შეაკეთე ავტომობილი სერვისცენტრში ვიზიტის გარეშე
ისრაელი ადასტურებს, რომ ირანული ქსელი ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენზე თავდასხმას გეგმავდა
ბათუმში ქვეითს მანქანა დაეჯახა - კაცი კლინიკაში დაიღუპა
კონგრესმენები ტრამპის ადმინისტრაციას მიმართავენ თხოვნით, საქართველოში რუსულ-ჩინური აგენტურის მოქმედება შეისწავლონ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics