12:25 - 06 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-09 12:59:28, 903 ნახვა

მსოფლიო
ევროპარლამენტარები ვლადიმერ პუტინის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას ითხოვენ

ევროპარლამენტარები ვლადიმერ პუტინის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას ითხოვენ. მათ გამოაქვეყნეს ე.წ. "სავჩენკოს სია", რომელშიც რუსეთის პრეზიდენტთან ერთად, კიდევ 28 ადამიანის გვარია ჩაწერილი, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

პოლიტიკოსები მათ ევროკავშირის ქვეყნებში შესვლის აკრძალვას, ქონების ჩამორთმევასა და მათი აქტივების გაყინვას ითხოვენ.

უკრაინელი მფრინავის ნადეჟდა სავჩენკოს საქმესთან დაკავშირებით, პოლიტიკოსებმა ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს, ფედერიკა მოგერინის რუსეთის პრეზიდენტის წინააღმდეგ პერსონალური სანქციების დაწესებისკენ მოუწოდეს.

სიას ხელს 57 ადამიანი აწერს. ევროპარლამენტარების თქმით, აღნიშნული სია რუსეთის ტერიტორიაზე სავჩენკოს გატაცების გამო, რუსეთის პოლიტიკური გადაწყვეტილებისა და სავჩენკოს წინააღმდეგ გაყალბებული საქმის გამო მიიღეს.

რუსეთის პრეზიდენტის გარდა სიაში ალექსანდრ ბორდნიკოვი და ალექსეი პუშკოვიც მოხვდნენ.

უკრაინელი მფრინავის ნადეჟდა სავჩენკოს საქმესთან დაკავშირებით, ამერიკის სახელმწიფო მდივნმა ჯონ კერიმ რუსეთი საერთაშორისო ნორმების დარღვევაში დაადანაშაულა და მისი დაუყოვნებლივ გათავისუფლება მოსთხოვა. სახელმწიფო მდივნის თქმით, სავჩენკოს საქმე მინსკის მოლაპარაკებების პირდაპირი დარღვევაა.

სერგეი ლავროვის პრეს-სპიკერის განცახდებით, სასამართლო პროცესამდე რამდენიმე საათით ადრე გაკეთებული მსგავსი განცხადება, სასამართლოს მომავალ გადაწყვეტილებაზე შეიძლება პირდაპირ ზეწოლად ჩაითვალოს. მარია ზახაროვამ აშშ-ს მათი მიერ დაპატიმრებული რუსეთის მოქალაქეები, საიდუმლო ციხეები და გუანტანამოს ციხის არსებობა შეახსენა.

ზახაროვას განცხადებით, აშშ არ დაინტერესებულა დონბასში, რუსი ჟურნალისტებიs დახოცვის ფაქტით, რაც პირდაპირ უსვამს ხაზს შეერთებული შტატების პოლიტიკურ მიზნებს.

აღნიშნულ ფაქტს რუსეთის მხარემ უკვე უპასუხა. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პრეს-სპიკერის მარია ზახაროვას განცხადებით, მანამ სანამ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ნადეჟდა სავჩენკოს სასამართლო პროცესზე გააკეთებს განცხადებებს, უმჯობესია გაიხსენონ, რომ მსგავსი განცხადებები სასამრთლოზე ზეწოლაა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
დააკავეს არასრულწლოვანი, რომელმაც 32 წლის კაცს დანით მრავლობით ჭრილობები მიაყენა და ადგილიდან მიიმალა
საიტზე გამოქვეყნებული ჯარში გაწვევის უწყება ჩაბარებულად ჩაითვლება - უცხოეთში მყოფი წვევამდელი ვალდებული იქნება დაბრუნდეს
შსს 24-საათიანი პროტესტის უფლებას არ გვაძლევს – დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები
ტრამპი ირანს - გახსენით ორმუზის სრუტე, გიჟო ნაძირლებო, თორემ იცხოვრებთ ჯოჯოხეთში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics