18:57 - 20 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-17 22:03:57, 451 ნახვა

პოლიტიკა
მამუკა მდინარაძე - გახარიას უფრო მეტად დამცირება შეუძლებელია

„კვერცხები ასეთი დონის მოღალატესაც არ უნდა ესროლო“ - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რითაც „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერის, გიორგი გახარიასთვის აეროპორტში კვერცხების სროლის ფაქტს გამოეხმაურა.

„მათ რომ ჰკითხოთ, როცა სხვის მიმართ რაღაც განხორციელდება, ეს არის სამოქალაქო აქტივიზმი და თუ გახარიას მსგავსი ფორმებით ვიღაც დაუპირისპირდება - ის არის „ტიტუშკა“ - ეს ორმაგი სტანდარტი ხომ არ არის? - მე, რომ ვთქვა მისაღები ფორმაა, დამიჯერებთ?! - რა თქმა უნდა, ეს არ არის მისაღები ფორმა, ნამდვილად. ვიდეოში გოგონა რაღაცას ეუბნება, ეს გასაგებია, მაგრამ შემდეგ ვიღაცა, რაღაცას ესვრის, არ არის მისაღები, ნამდვილად.

თუმცა, უნდა ჩამოვყალიბდეთ, „ქართული ოცნების“ თანამდებობის თუ მხარდამჭერის მისამართით მისაღები ფორმაა, გახარიას წინააღმდეგ, რომელიც დადასტურებულად მოღალატეა, არ არის მისაღები. მე ვამბობ, რომ ასეთი დონის მოღალატესაც კვერცხები არ უნდა ესროლო. უბრალოდ, ფორმა არ არის მთლად გადასარევი და სხვა ფორმით შეიძლება სჯობდეს შენი პროტესტის გამოხატვა.

PR-ში ნასწავლი მეთოდებით პირდაპირ ბიძინა ივანიშვილის რომ ადანაშაულებს. ეს უკვე იმდენად გაცვდა მისი და მისი თანაგუნდელების - დანარჩენი „გახარიების“ მხრიდან, რომ საზოგადოებას უკვე სასაცილოდაც არ ჰყოფნის. არავის აინტერესებს მისი დამცირება, ისედაც დამცირებულია თავისი ქმედებებით. მეტს ვეღარ დაამცირებ. გახარიას უფრო მეტად დამცირება შეუძლებელია. ამიტომ ადამიანებს, როლებიც მის მიმართაც გამოხატავენ პროტესტს, ამ ფორმით ნუ გამოხატავენ იმიტომ, რომ წამებულების რანგში გამოდიან“ , - განაცხადა მდინარაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
Tegeta Comfort - დაზოგე დრო და შეაკეთე ავტომობილი სერვისცენტრში ვიზიტის გარეშე
ისრაელი ადასტურებს, რომ ირანული ქსელი ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენზე თავდასხმას გეგმავდა
ბათუმში ქვეითს მანქანა დაეჯახა - კაცი კლინიკაში დაიღუპა
კონგრესმენები ტრამპის ადმინისტრაციას მიმართავენ თხოვნით, საქართველოში რუსულ-ჩინური აგენტურის მოქმედება შეისწავლონ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics