18:53 - 20 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-17 18:13:05, 535 ნახვა

პოლიტიკა
ნათია მოგელაძე - თუ დამიბარებენ, მივალ არალეგიტიმურ პარლამენტში, ჩამოლაბორანტებულ მოქალაქე თეა წულუკიანთან

„ჩემთან განცდილი არაერთი მარცხი, მშვიდად ცხოვრების საშუალებას არ აძლევს, 13 წლის შემდეგ თეა წულუკიანს ბოღმა ჯერ კიდევ არ განელებია,“ – ასე ეხმაურება ნათია მოგელაძე, რომელიც 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნებამდე სახელმწიფო აუდიტის სამსახურში პოლიტიკური გაერთიანებების შესაბამის დეპარტამენტს მართავდა. ნათია მოგელაძე პარლამენტის ვიცე-სპიკერის, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის ხელმძღვანელის, თეა წულუკიანის განცხადებას, რომ დროებითი საგამოძიებო კომისიის 21 თებერვლის სხდომაზე გამოსაკითხად სავარაუდოდ ზურაბ ჭიაბერაშვილს, ნათია მოგელაძესა და ლევან გაჩეჩილაძეს დაიბარებენ.

ნათია მოგელაძის თქმით, თუ დაბარება მოხდება, ის საგამოძიებო კომისიაზე გამოცხადდება, მიუხედავად იმისა, რომ პარლამენტისა და შესაბამისად, საგამოძიებო კომისიის ლეგიტიმურობას არ აღიარებს.

„კომპლექსებისგან გაბოროტებული წულუკიანი, როგორც ქალი, დედა და როგორც უბრალოდ ადამიანი, ყოველთვის რაღაცნაირად მეცოდებოდა.

„აგერ უკვე 13 წელია, მისი პირადი ბოღმა მჭირს, რადგან მე ვარ ის ადამიანი, ვინც არაერთხელ აჩვენა, რომ მისი ე.წ. „ძლიერი“ ქალის იმიჯი მხოლოდ მითია და მისი სისუსტის შესანიღბად მორგებული ნიღაბია, რომლის უკან ძალიან სუსტი, ბოღმიანი და გაბოროტებული ადამიანი იმალება.

ნათია მოგელაძე იყო ის, ვინც თეა წულუკიანი, რომელიც იურისტიკაში წარმოუდგენელ უვიცობას ავლენდა, ამხილა, რომ შეუძლებელია ის იურისტი ყოფილიყო, რის შემდეგაც ივანიშვილმა ის ჩამოაშორა პარტიის იურიდიულ სამსახურს და თინა ხიდაშელს გადააბარა. მაშინ, სიმწრისგან გაცეცხლებული, წულუკიანი კონტროლის პალატასთან მივარდებოდა და ჩემი გადადგომას ითხოვდა. მოგვიანებით ჩემი დასკვნა დადასტურდა. აღმოჩნდა, რომ მას იურისტის დიპლომი არ ჰქონდა და სხვა დიპლომით მოიპარებოდა, რაც ძალიან სევდიანი სანახავი იყო.

ოცნების ბევრ საჯარო მოხელეს ემახსოვრება, მინისტრად დანიშვნის პირველი დღიდანვე გამწარებული როგორ არკვევდა, რატომ გახდა ნათია მოგელაძე ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს პირველი პროკურორი. „რომელი ლიფტით ვსარგებლობდი იუსტიციის სამინისტროში?“ – და ასე შემდეგ. ანუ, ანტიკორუფციული კომისიის სხდომებზე, დღის წესრიგის საკითხების ნაცვლად, წლების განმავლობაში მთავარ თემად ნათია მოგელაძე იყო.

ბოღმა და ჩემთან განცდილი არაერთი მარცხი, მშვიდად ცხოვრების საშუალებას არ აძლევს. 2017 წელს ახალი გენერალური აუდიტორის დანიშვნიდან მეორე დღესვე ღამით ფარულად მიაკითხა ახალ აუდიტორს კაბინეტში და ჩემი და ნინო ლომჯარიას სამსახურიდან გაშვება მოსთხოვა. სამეთვალყურეო კამერები რომ ვნახე, კიდევ უფრო მეტად შემეცოდა. ახლაც მახსოვს, რა საცოდავი და სევდიანი სანახავი იყო ღამით, ფეხაკრეფით აუდიტის სამსახურში, თავისი პირადი ბოღმის სანთხევად შეპარული მაშინდელი იუსტიციის მინისტრი.

მოკლედ, ამ ამბებიდან 13 წლის შემდეგ გავიგე, რომ თიკოს ბოღმა ჯერ კიდევ არ განელებია. ისიც ისევ ცხადია, რომ ამდენი წელი ვერაფერს მიხვდა და სიძლიერე მას სისტემას ამოფარებული ფეხების ბაკუნი ჰგონია. დაე, მთელმა ერმა იხილოს ჩვენი ისტორიული შეხვედრა. ასაკი კი მომემატა, მაგრამ არც ამჯერად გამიჭირდება საზოგადოებას ცხადად დავანახო, როგორი პატარა და სუსტი ადამიანია თეა წულუკიანი. რომ მასზე არ უნდა გავბრაზდეთ, ის შეიძლება მხოლოდ გვებრალებოდეს.

ცხადია, ეს კომისია მხოლოდ სანახაობისთვის შეიქმნა. ისიც ცხადია, რომ მე არ ვაღიარებ არალეგიტიმურ პარლამენტს და არც ამ კომისიის უფლებამოსილებას. თუმცა მე არ ვარ პოლიტიკოსი და ამიტომ, თუ დამიბარებენ, მივალ არალეგიტიმურ პარლამენტშიც და მისთვის კომფორტულ ნებისმიერ სივრცეში, ჩამოლაბორანტებულ მოქალაქე თეა წულუკიანთან იმისათვის, რომ ავუხდინო მრავალწლიანი ქართული ოცნება და მივცე ჩემთან პირისპირ გასაუბრების შესაძლებლობა. იმედია, ამჯერად მაინც კარგად იქნება მომზადებული და წინა ჩვენი შეხვედრების მსგავსად, მსუბუქად რომ ვთქვა, ძალიან უხერხულ მდგომარეობაში არ აღმოჩნდება,“ – წერს ნათია მოგელაძე.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
Tegeta Comfort - დაზოგე დრო და შეაკეთე ავტომობილი სერვისცენტრში ვიზიტის გარეშე
ისრაელი ადასტურებს, რომ ირანული ქსელი ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენზე თავდასხმას გეგმავდა
ბათუმში ქვეითს მანქანა დაეჯახა - კაცი კლინიკაში დაიღუპა
კონგრესმენები ტრამპის ადმინისტრაციას მიმართავენ თხოვნით, საქართველოში რუსულ-ჩინური აგენტურის მოქმედება შეისწავლონ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics