22:07 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-09 12:39:16, 609 ნახვა

ეკონომიკა
კახა კალაძემ დეპუტატებს საქართველოს გაზმომარაგებასთან დაკავშირებული საკითხები გააცნო

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტებისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის გაერთიანებული სხდომაზე ენერგეტიკის მინისტრი  კახი კალაძე საქართველოს გაზმომარაგებასთან დაკავშირებულ საკითხს შეეხო.

 კალაძემ აზერბაიჯანიდან დამატებითი  მოცულობის ბუნებრივი აირის მიღებაზე მიღწეულ შეთანხმებაზე გაამახვილა ყურადღება და 2012 წოლიდან საქართველოში ბუნებრივი აირის მოხმარების სტრუქტურაზე ისაუბრა:

“ეს იყო ძალიან აქტუალური თემა. ენერგეტიკის სამინისტრო რამოდენიმე ფრონტზე  ახორციელებდა გარკვეულ მოლაპარაკებებს იმასთან დაკავშირებით, რომ მომხდარიყო ქვეყანაში ბუნებრივი აირის უზრუნველყოფა. ის  მოთხოვნა, რაც არის დღეს საქართველოში, ყოფილიყო დაკამყოფილებული. წინა კვირას მოხდა ძალიან მნიშვნელოვანი ხელშეკრულების გაფორმება კომპანია „სოკართან“, ჩვენს სტარტეგიულ პარტნიორთან და და ეს მისასალმებელია. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით, მადლობა გადავუხადო ყველა ადამიანს, ჩემს თანამშრომლებს, განსაკუთრებით, ქალბატონ მარიამ დვალიშვილს, რომელიც ჩართული იყო  ამ მოლაპარაკებებში, რომელიც არ იყო ადვილი მოლაპარაკებები. ჩვენ მივაღწიეთ საბოლოო შედეგს, რომელიც ვფიქრობ, ნებისმიერი ჩვენი ქვეყნის მოქალაქისთვის მნიშვნელოვანია.

მინდა ვისაუბრო ბუნებრივი აირის მოხმარების სტრუქტურაზე  2012 წლიდან. მაგალითად, 2012 წელს ქვეყნაში ბუნებრივი აირის მოხმარება იყო მილიარდ 969,  2015 წელს  გვაქვს 2 მლრდ 478 მილიონი კუბური მეტრი გაზის მოხმარება. აქედან, კომერციულია დაახლოებით, მილიარდ 76, მოსახლეობა მოიხმარს 753 მილიონ კუბურ მეტრს, თბოელექტროსადგურები- 650 მილიონ  კუბურ მეტრს“, - განაცხადა კალაძემ.

მისივე  განმარტებით, საქართველოს ბუნებრივი აირის  მოწოდების სამი საშუალება აქვს. ესაა: კომპანია „სოკარი“, თავისი მილსადენით, ე.წ. ყაზახით,   შაჰდენიზიდან მიღებული ბუნებრივი აირი და „გაზპრომი“, ანუ ტრანზიტის საფასურად მიღებული ბუნებრივი აირი:

„მომწოდებლებს რაც შეეხება, ჩვენ ვამაყობთ და მისასალმებელია ჩვენი ქვეყნის გეოპოლიტიკური ადგილმდებარეობა. ჩვენ არ ვართ დამოკიდებული მხოლოდ ერთ მომწოდებელზე, აზერბაიჯანი არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი, ძირითადი მომწოდებლი 90%-ის არის აზერბაიჯანი. ის პრობლემა, რომ დამატებითი მოცულობების მოწოდების ტექნიკური შესაძლებლობა არ იყო იმ მილსადენის საშუალებით, რომელიც არის კომპანია „სოკარის“ საკუთრება, ე.წ. ყაზახის მილსადენი, დღეს ერთობლივი მუშაობით ეს პრობლემა არის მოგვარებული და ჩვენ მომავალი წლების განამვლობაში, გვექნება შესაძლებლობა, მივიღოთ ბუნებრივი აირი „შაჰდენიზის“ მილსადენიდან.

ანუ,  ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, მივიღოთ ბუნებრიივი აირი „სოკარის“ მილსადენით, „შაჰდენიზის“ მილსადენით და ასევე იმ ტრანზიტით გატარებული მოცულობებისა, რასაც რუსეთი აწვდის სომხეთს და ჩვენ ვიღებთ 10% მოცულობის გაზსს“, - განაცხადა კახა კალაძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთის ხელისუფლებამ სტენფორდის უნივერსიტეტი „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოაცხადა
აზერბაიჯანულმა მხარემ ოცნების რეჟიმს სადიგოვის ექსტრადიციის მოთხოვნის „განუხილავად დატოვება“ შესთავაზა.
ოკუპირებულ დონეცკში კობა ხაბაზს დაუსწრებლად 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
9 აპრილის მემორიალთან დაკავებულ მოქალაქეს 10-დღიანი პატიმრობა შეეფარდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics