|
2025-02-17 15:44:25, 557 ნახვა
მსოფლიო
პოროშენკო აცხადებს, რომ ხელისუფლება ოქტომბრისთვის აპირებს არჩევნების ჩატარებას, არახამია - უარყოფს
უკრაინის ოპოზიციური პარტიის, "ევროპული სოლიდარობის" ლიდერმა და უკრაინის მეხუთე პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ განაცხადა, რომ ხელისუფლება უკრაინაში არჩევნების ჩატარებას 26 ოქტომბერს გეგმავს. თავად პეტრო პოროშენკო არჩევნების ჩატარებას ეწინააღმდეგება იმ ვითარებაში, როდესაც "სახელმწიფოს არსებობა საფრთხის ქვეშაა." უკრაინის მმართველი პარტია "ხალხის მსახურის" ხელმძღვანელმა დავით არახამიამ პოროშენკოს განცხადებების კომენტირებისას აღნიშნა, რომ საომარი მდგომარეობის დროს არჩევნების ჩატარება შეუძლებელია. უკრაინის კონსტიტუციის თანახმად, უკრაინაში მომდევნო საპრეზიდენტო არჩევნები 2024 წლის მარტის ბოლოს უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ მას შემდეგ, რაც 2022 წლის თებერვალში რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი ომი დაიწყო, არჩევნები გადაიდო. აშშ-ს სურს, რომ უკრაინაში არჩევნები ჩატარდეს, სავარაუდოდ, წლის ბოლოსთვის, განსაკუთრებით, თუ კიევი მომდევნო თვეებში რუსეთთან ზავის დადებას მოახერხებს. შესაძლებელი არჩევნების პერსპექტივა უკრაინასაც წაადგება პოლიტიკურად და აშშ-ის მცდელობასაც, შეწყდეს ომი მომავალ თვეებში.
კმარა სუნთქვა აღარ შეგვიძლია - თურქეთში ათასობით ადამიანი ჟურნალისტების დაკავებების წინააღმდეგ გამოვიდა
სეს: სუნელ-სანელებლებში სუდანის ჯგუფის აზო-საღებავები გამოვლინდა
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
კობახიძე ღია რუსული პარტიების აკრძალვაზე უკრაინაში - პარტიების აკრძალვაზე არავის უთქვამს, რომ დემოკრატიის პრინციპს შეიძლება უკავშირდებოდეს
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)