|
2025-02-17 14:54:08, 436 ნახვა
პოლიტიკა
ანა დოლიძე - ჩემი შეთავაზება იყო, რომ 2013 წელს უნდა გაკეთებულიყო “სიმართლის კომისია“
სიბოროტეა ვიღაცების დაბარება. მაგრამ თუ დაბარებაა, მე ჩამოგითვლით ვინ უნდა დავიბაროთ მართლა, როგორც რეპრესიული სისტემის (2004-2025) შემოქმედები,- ამის შესახებ კოალიცია ,,ძლიერი საქართველოს“ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა დოლიძემ საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც ანა დოლიძე აღნიშნავს, მისი შეთავაზება იყო, რომ 2013 წელს უნდა გაკეთებულიყო "სიმართლის კომისია". „ჩემი პოზიცია და შეთავაზება თავის დროზე დაფუძნებული იყო მსოფლიო გამოცდილებას და ასეულობით კვლევას: 2013 წელს უნდა გაკეთებულიყო „სიმართლის კომისია“ და შემდეგი 11 წელი „სისხლიანი 9 წლის“ ძახილით ვერ ირბენდა არაკომპეტენტური მოღალატეების ხროვა. ამის მაგივრად დღევანდელ უნიჭო დადგმაში არალეგიტიმურ პარლამენტში სრული სიბოროტეა ვიღაცების დაბარება. მაგრამ თუ დაბარებაა, მე ჩამოგითვლით ვინ უნდა დავიბაროთ მართლა, როგორც რეპრესიული სისტემის (2004-2025) შემოქმედები. დავიწყოთ ნათია თურნავადან. 1996-2000 წწ. იყო სახელმწიფო კანცელარიის სამსახურის უფროსის მოადგილე; თბილისის საკრებულოს წევრი და საფინანსო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე; 2000-2005წწ. ეკონომიკის მინისტრის პირველი მოადგილე; 2005 წელს უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე; 2005 წლის აგვისტოდან ეკონომიკის მინისტრის პირველი მოადგილე; 2013-2018 წწ. "საპარტნიორო ფონდის" აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე; უმსხვილესი ქართული კერძო სამრეწველო ჯგუფის (GIG) მმართველი საბჭოს წევრი; საქართველოს საერთაშორისო ენერგოკორპორაციის აღმასრულებელი დირექტორი. 2018-2019 წწ. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე; 2019 წლის 18 აპრილიდან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი“, - წერს ანა დოლიძე „ფეისბუქში“.
თურქეთმა პოლონეთში, Starlink-ის სადგურზე მომხდარი ცეცხლის წაკიდების საქმეზე 85 ადამიანი დააკავა
გერმანელების თითქმის 90% თვლის, რომ მთავრობა ვერ უმკლავდება ქვეყნის პრობლემებს
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მოსკოვს პუტინის მონაწილეობით გამართული სამიტის დღეს შეუტიეს
დიდი ბრიტანეთი ევროკავშირთან თავისუფალი გადაადგილების შესაძლო აღდგენაზე საუბრობს
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)