|
2025-02-16 20:10:55, 524 ნახვა
მსოფლიო
პარტია ალტერნატივა გერმანიისთვის რუსეთთან კარგი ურთიერთობის დამყარება და სანქციების რეჟიმის გაუქმება სურს
გამოცემა Bild-ის ინფორმაციით, პარტია ალტერნატივა გერმანიისთვის (AfD) ლიდერმა ალის ვაიდელმა მათთან ინტერვიუში თქვა, რომ რუსეთთან კარგი ურთიერთობის დამყარება და სანქციების რეჟიმის გაუქმება სურს. ჟურნალისტის კითხვაზე, რატომ ემხრობა პარტია მილიარდობით ოდენობის თანხის გადაგზავნას იმ რეჟიმისთვის, რომელიც გამუდმებით გამოდის გერმანიის წინააღმდეგ ომის წარმოების მოწოდებებით, ვაიდელი პასუხობს, რომ მას "დიდ სახელმწიფოებთან" კარგი ურთიერთობის დამყარების სურვილი აქვს. "ჩვენს ევროპელ მეზობლებთან ძალიან კარგი ურთიერთობა გვინდა. [...] მაგრამ ჩვენ ასევე გვსურს, რომ ძალიან კარგი ურთიერთობა გვქონდეს დიდ სახელმწიფოებთან, მათ შორის რუსეთთანაც. ორი წლის წინ ჩვენ იაფი ბუნებრივი აირი გვქონდა რუსეთიდან Nord Stream-ის კონსორციუმის მეშვეობით. [...] ჩვენ რაც გვინდა, ეს სანქციების რეჟიმის დამთავრებაა, რომელიც უპირველეს ყოვლისა ჩვენს ქვეყანას აზიანებს. ჩვენ ყველაზე მაღალი ელექტროენერგიის ფასები გვაქვს. უკვე კონკურენტუნარიანები აღარ ვართ". - ამბობს პარტია AfD-ის ლიდერი. Bild-მა ვაიდელს ასევე ჰკითხა, თუ რატომ არ აღიარებს იგი იმ ფაქტს, რომ რუსეთი გერმანიას ომით ემუქრება: "ჩვენ კარგი ურთიერთობები გვინდა. რას აკეთებდა გერმანიის ფედერალური მთავრობა ბოლო 3 წლის მანძილზე რუსეთის წინააღმდეგ? ჩვენ ესკალაციის სპირალში გავეხვიეთ. რუსეთის წინააღმდეგ იყო ვერბალური, ფინანსური და ასევე, შეიარაღებული თავდასხმებიც კი. გერმანული ტანკები კვლავ რუსეთის წინააღმდეგ იქნა გამოყენებული მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. ისტორია სრულად არის დავიწყებული, მე თუ მკითხავთ". - თქვა მან.
კმარა სუნთქვა აღარ შეგვიძლია - თურქეთში ათასობით ადამიანი ჟურნალისტების დაკავებების წინააღმდეგ გამოვიდა
სეს: სუნელ-სანელებლებში სუდანის ჯგუფის აზო-საღებავები გამოვლინდა
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
კობახიძე ღია რუსული პარტიების აკრძალვაზე უკრაინაში - პარტიების აკრძალვაზე არავის უთქვამს, რომ დემოკრატიის პრინციპს შეიძლება უკავშირდებოდეს
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)