06:26 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-09 11:51:50, 568 ნახვა

საზოგადოება
მერია ჭავჭავაძის N 53-55-ის მიმდებარედ გამხმარი და დაზიანებული ხეების მოჭრასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

თბილისის მერია ჭავჭავაძის N 53-55-ის მიმდებარედ გამხმარი და დაზიანებული ხეების მოჭრასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც მერიის განცხადებაშია აღნიშნული, მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურმა, შესაბამისი დათვალიერების ოქმის საფუძველზე, ჭავჭავაძის ქ. N 53-55-ის მიმდებარედ არსებული გამხმარი და დაზიანებული ხეების მოჭრის გადაწყვეტილება მიიღო.

„მოგეხსენებათ, რომ თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახური მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ ნარგავებზე სისტემატიურ ფიტოსანიტარულ მონიტორინგს ახორციელებს. გეგმიური შემოწმებისას ჭავჭავაძის N 53-55-ის  მიმდებარედ არსებულ ხე-მცენარეებზე მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის მონიტორინგის ჯგუფმა გამხმარი ხეები დააფიქსირა.

აღსანიშნავია, რომ დაზიანებული ხე-მცენარეები წარმოადგენს საფრთხეს, როგორც ფეხით მოსიარულეთათვის, ასევე, ავტოსატრანსპორტო საშუალებებისთვის, გამომდინარე იქიდან, რომ საშიშროება გამხმარი და დაზიანებული ხეების წაქცევისა საკმაოდ დიდია.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურმა, შესაბამისი დათვალიერების ოქმის საფუძველზე, მიიღო გადაწყვეტილება ჭავჭავაძის ქ. N 53-55-ის მიმდებარედ არსებული გამხმარი და დაზიანებული ხეების მოჭრის თაობაზე“, - ნათქვამია მერიის განცხადებაში.

ამასთან, მერიაში ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს, გამხმარი ხეების მოჭრა აღნიშნულ ტერიტორიაზე მშენებლობის დაწყებას უკავშირდება, სიმართლეს არ შეესაბამება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics