14:07 - 06 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-16 15:22:50, 445 ნახვა

პოლიტიკა
ვასილ ციბენკო: ცუდის მოსურნეები, ქართულ-უკრაინული ურთიერთობების გაფუჭებას ვერ ეღირსებიან

"ცუდის მოსურნეებს, სხვათაშორის დღეს მოსკოვიდანაც დამირეკეს, მინდა ვუთხრა,  რომ ქართულ-უკრაინული ურთიერთობების გაფუჭებას ვერ ეღირსებიან",-ამის შესახებ საქართველოში უკრაინის ელჩმა ვასილ ციბენკომ საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ჟურნალისტებს განუცხადა.
ციბენკომ საქართველოს საგარეო უწყებას უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველთა საბჭოს ხელმძღვანელად მიხეილ სააკაშვილის დანიშვნის საკითხზე ინფორმაცია მიაწოდა.
ამასთან, ციბენკოს თქმით, საქართველოს ხელისუფლებას კიევში 20-21 თებერვალს დაგეგმილ ღონისძიებაზე დასასწრებად მიწვევა გადასცა. ელჩმა უკრაინის მხარდაჭერისთვის საქართველოს პრეზიდენტს განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა. გარდა ამისა, ვასილ ციბენკომ განაცხადა, რომ ირაკლი ღარიბაშვილის უკრაინაში ვიზიტი მზადდება.
"ოფიციალური მიწვევა გადავეცი საქართველოს ხელისუფლებას კიევში 20-21 თებერვალს დაგეგმილ ღონისძიებებზე დასასწრებად, რომელიც ზეციური ასეულის ხსოვნას ეძღვნება.მინდა გულწრფელი მადლობა გადავუხადო საქართველოს მთავრობას და ხალხს იმისთვის, რომ ჩემი ქვეყნისთვის ასეთ რთულ პერიოდში მხარს გვიჭერთ და გვეხმარებით. განსაკუთრებული მადლიერება მინდა გამოვხატო საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის მიმართ. მზადდება პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი. ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ ამაზე სამინისტროებთან და უწყბებთან. ცოტა ხნის წინ კიევში ვიცე-პრემიერებიც იმყოფებოდნენ.დაგეგმილია ფინანსთა მინისტრის ვიზიტიც. ასე რომ, ცუდის მოსურნეებს და სხვათაშორის, დღეს მოსკოვიდანაც დამირეკეს, მინდა ვუთხრა-ვერ ეღირსებიან",-განაცხადა ვასილ ციბენკომ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სააკაშვილი რაფალიანცის და ეროსი კიწმარიშვილის მკვლელობას ივანიშვილს უკავშირებს
სადიგოვის აზერბაიჯანში გაძევება არის ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის დარღვევა - საია
პროდუქტების ჩამონათვალი რომელიც პატიმრების ახლობლებს შეუძლიათ ციხეებში სააღდგომოდ შეიტანონ
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო ბანკად დაასახელა საქართველოში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics