2025-02-14 18:17:31, 429 ნახვა
პოლიტიკა
სალომე ზურაბიშვილი მიუნხენის კონფერენციის ფარგლებში, ევროპოლის აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა
საქართველოს მე-5 პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში, ევროპოლის აღმასრულებელ დირექტორთან კეტრინ დე ბოლთან გამართული შეხვედრისას ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები განიხილა.
ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრისას საუბარი შეეხო საქართველოს პარლამენტის მიერ ბოლო პერიოდში მიღებულ კანონებს და მათ შორის, ოფშორების კანონს.
საუბარი შეეხო, საქართველოს ძალოვან სტრუქტურებთან ევროპოლის ტრადიციულ თანამშრომლობას. აღინიშნა, რომ ვითარება საფრთხეს უქმნის ამ თანამშრომლობას.
ავტორი: ექსპრესნიუსი,