2025-02-14 16:40:54, 404 ნახვა
პოლიტიკა
სალომე ზურაბიშვილი ლატვიის პრეზიდენტს შეხვდა
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, მიუნხენის კონფერენციის ფარგლებში, რამდენიმე შეხვედრა გამართა.
ზურაბიშვილის პრესსამსახურის ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილს აუდიენცია ჰქონდა ლატვიის პრეზიდენტთან, ედგარ რინკევიჩთან. ასევე, ის ევროპოლის აღმასრულებელ დირექტორს, კეტრინ დე ბოლს შეხვდა.
გარდა ამისა, სალომე ზურაბიშვილი უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრს ანდრეი სიბიგასაც ესაუბრა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,